პრომეთეს მღვიმე

ყველაზე დიდი კარსტული მღვიმე საქართველოში. მდებარეობს ქუთაისიდან 20 კილომეტრში, ბალნეოლოგიური კურორტის, წყალტუბოს მახლობლად. მღვიმის მნახველებს ეძლევათ უნიკალური საშუალება აღმოჩნდნენ მიწისქვეშა სამყაროს საუფლოში. მილიონობით წლის განმავლობაში შექმნილი სტალაქტიტები, სტალაგმიტები, სტალაგნატები, გაქვავებული ჩანჩქერები ქმნიან განუმეორებელ სილუეტებს და ჯადოსნურ ატმოსფეროს. 1060 მეტრიანი მარშრუტი გადის ბუნების მიერ შექმნილ უზარმაზარ პავილიონებზე, გვერდს უვლის მიწისქვეშა მდინარეებს, ტბასაც კი. სურვილის შემთხვევაში სტუმრებს შეუძლიათ მარშრუტის ნაწილი ნავით გაიარონ. მღვიმის მუდმივი ტემპერატურა 14 გრადუსია.

ბილეთის ონლაინ შეძენა: guru.ge

საშუალო შეფასება – საშუალო ვარსკვლავების რაოდენობა

0.0
Rated 0.0 out of 5
სულ 0 შეფასება

დატოვე შეფასება