DMO იმერეთი, ქუთაისისა და იმერეთის სახელით ბარსელონაში მიმდინარე მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენას , – IBTM World 2023 – ს დაესწრო.
IBTM WORLD ცნობილი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც შეხვედრებს, ლექციებს, კონფერენციებსა და პრეზენტაციებს მოიცავს. ღონისძიება ყოველ წელიწადს ბარსელონაში იმართება და მისი მიზანი მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნების ტურისტული სექტორის წარმომადგენლების ურთიერთობათა ჩამოყალიბება – გაღრმავებაა.
IBTM World 3,000 – ზე მეტ დანიშნულების ადგილსა და 15,000 – მდე დარგის სპეციალისტს აერთიანებს მსოფლიოს 100 ქვეყნიდან.

