გოგნის მთაზე მდებარე წმინდა გიორგის სალოცავი VII-VIII საუკუნეების ძეგლს წარმოადგენს. ეს ადგილი არა მხოლოდ სილამაზითაა გამორჩეული, სალოცავი დიდი მადლის მატარებელიც ყოფილა. როგორც ლეგენდა გადმოგვცემს, სოფელ გოგნში ყველა მამაკაცი დაღუპულა და მიზეზი ვერავის გაუგია. სოფლის ერთ მკვიდრს სიზმრად უნახავს, თქვენი უბედურების მიზეზი მდინარეში ეძებეთო. მართლაც, მდინარიდან წმინდა გიორგის ხატი ამოუბრძანებიათ და ურემზე დაუბრძანებიათ. ხარები ყველაზე მაღალ ადგილზე ასულან და იქ გაჩერებულან. სწორედ იმ ადგილზე საყდარი აუგიათ. იმასაც ამბობენ, რომ სალოცავს კარი რამდენჯერმე დაჰკიდეს, მაგრამ ყოველ ჯერზე ჩამოვარდა. სწორედ ამიტომ მას “კარუგდებელი” უწოდეს. გიორგობის აღსანიშნად მორწმუნეები წინა ღამით იწყებენ სალოცავზე ასვლას. დღის განმავლობაში სხვადასხვა რაიონიდან მომლოცველთა ნაკადი არ წყდება. ყოველ 6 მაისს წმინდა ადგილს ათასობით მორწმუნე სტუმრობს.
გოგნის წმ. გიორგის ეკლესია
მისამართი
სოფელი გოგნი, თერჯოლა
საშუალო შეფასება – საშუალო ვარსკვლავების რაოდენობა
სულ 0 შეფასება
დატოვე შეფასება
თქვენ უნდა გქონდეთ ავტორიზირაცია გავლილი რათა შეძლოთ შეფასების დაწერა