წმინდა გიორგის მამათა მონასტერი XVI საუკუნით თარიღდება, ტაძარი ბაზილიკური სტილისაა, მის დასავლეთით დგას ორსართულიანი სამრეკლო. ტაძარი ნაგებია თლილი ქვით, ფასადები სადაა. ნაგებობა მთაზე დგას და ვრცელი, ლამაზი ხედით გამოირჩევა. მას ერთი მხრიდან გარს ერტყმის ბახმაროს მთები და გურიის მთიანეთი, ხოლო კარგი ამინდის დროს აქედან მრავალი კილომეტრით დაშორებული პალიასტომის ტბისა და ფოთის შუქურას დანახვაც შეიძლება. გადმოცემის თანახმად მთას, სადაც ტაძარია აგებული თავდაპირველად “სანდო” შეარქვეს. რადგან კარგი სამალავი ადგილი იყო. ამჟამად მთას ზანდოს ეძახიან.
მონასტრამდე მისასვლელად დაგჭირდებათ მაღალი გამავლობის მანქანა (4X4)