დიხაშხოს გეიზერი

მისამართი
სოფელი დიხაშხო, ვანის მუნიციპალიტეტი

დიხაშხოს გოგირდის გეიზერი სოფ. დიხაშხოს მიდამოებში ამოედინება. მისი უნიკალური ვიზუალის, სამკურნალო და გამაჯანსაღებელი თვისებების გამო ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია იმერეთის რეგიონში ოთხივე სეზონის განმავლობაში. ის ბუნებრივი, თვითნაბადი ღია აუზია და როგორც გადმოცემით ამბობენ 100 წელზე მეტია რაც არსებობს. გეიზერის სამკურნალო თერმული წყალი ზამთარ-ზაფხულ 38 გრადუსს აღწევს, უსაფრთხოა და უნიკალურია საყრდენ-მამოძრავებელი და პერიფერიული ნერვული სისტემის, ჭარბი წონის კორექციისთვის, გულ-სისხლძარღვთა, სოკოვანი და მრავალი სხვა დაავადების სამკურნალოდ. მისამართი: სოფელი დიხაშხო, ვანის მუნიციპალიტეტი

ღიაა: გეიზერთან მისვლა და აუზით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერ დროს უფასოდ.

საშუალო შეფასება – საშუალო ვარსკვლავების რაოდენობა

5.0
Rated 5.0 out of 5
სულ 1 შეფასება
Rated 5.0 out of 5

ლოლიტა ჭოლაძე

დატოვე შეფასება