მთის წვერზე, ტყეში შემალულია ძველი, პატარა, ისტორიულად საინტერესო მონასტერი. მონასტრის ეკლესია საუკუნეების მანძილზე ადგილობრივი თავადების – ლორთქიფანიძეების კარის ეკლესიას წარმოადგენდა და გარს ერტყა დიდი გალავანი, რომელსაც ჰქონდა თავდაცვითი მნიშვნელობა და 7 კოშკით იყო დაცული. ეკლესიას მთლიანი მოხატულობიდან შემორჩენილია მხოლოდ მცირე ფრაგმენტი – კანკელის მოხატულობა, რომელიც სავარაუდოდ მე-15 საუკუნით თარიღდება. ბერები მისდევენ მეურნეობას, უვლიან ფუტკრებს და ამზადებენ თაფლს, რომლის შეძენაც ადგილზევე შესაძლებელია.
შენიშვნა: მონასტრამდე მისასვლელად დაგჭირდებათ ჯიპი. ხონის ცენტრიდან გრუნტიანი გზა, 14 კმ დაშორებით, ქუთაისიდან 42 კმ. მის: სოფელი უძლოური, ხონი