გეგუთის სასახლე

მისამართი
Tskaltubo
სამუშაო საათები
10:00-17:00

გეგუთის სასახლე, ერთადერთი შემორჩენილი სამეფო სასახლე ფეოდალური ხანიდან. თარიღდება მე-12 საუკუნით, თუმცა ნაგებობაში შემორჩენილი ფენები ინახავენ მე-5 – მე-6 საუკუნის ფრაგმენტებს. მიუხედავად იმისა, რომ პირველადი ნაგებობიდან დარჩენილია ძალიან მცირე ნაწილი, მეცნიერებმა შეძლეს სასახლის ორიგინალური იერსახის აღდგენა. ის იყო კვადრატული ფორმის სასახლე, რომელიც 21 ოთახისაგან შედგებოდა. საინტერესო ფაქტს წარმოადგენს ის, რომ სასახლე აღჭურვილი იყო აბაზანებით და წყლის გამყვანი სისტემით. სასახლე წარმოადგენდა ზამთრის რეზიდენციას, გარშემორტყმული იყო მუხნარი ტყით, სადაც ისვენებდნენ და ნადირობდნენ ქართველი მეფეები.

ბილეთის ფასი – უფასო

საშუალო შეფასება – საშუალო ვარსკვლავების რაოდენობა

0.0
Rated 0.0 out of 5
სულ 0 შეფასება

დატოვე შეფასება