კაცხის სვეტი წარმოადგენს 40 მეტრის სიმაღლის კირქვის სვეტს. მის შესახებ ინფორმაცია ფართო საზოგადოებისთვის გაჩნდა 1944 წელს, როდესაც სვეტზე ავიდა პირველი ექსპედიცია. მკვლევრებმა სვეტის თავზე აღმოაჩინეს V-VI საუკუნეების ეკლესიებისა და სხვა ნაგებობების ნაშთები. ასეთ ადგილებში სამლოცველოების აგებას მკვლევრები უკავშირებენ მესვეტეობას, რომელიც VI საუკუნეში გავრცელებული იყო წინა აზიასა და, უპირველეს ყოვლისა, სირიაში, რომელთანაც ქრისტიანულ საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. ამჟამად კაცხის სვეტზე აგებულია ეკლესია, სადაც მოღვაწეობს განდეგილი ბერი. კაცხის სვეტზე ასვლა ვიზიტორებისთვის არაა ნებადართული.
კაცხის სვეტი
მისამართი
სოფელი კაცხი, ჭიათურის მუნიციპალიტეტი
საშუალო შეფასება – საშუალო ვარსკვლავების რაოდენობა
სულ 0 შეფასება
დატოვე შეფასება
თქვენ უნდა გქონდეთ ავტორიზირაცია გავლილი რათა შეძლოთ შეფასების დაწერა