ბაღდათის მაღალმთიან რეგიონში, ქუთაისიდან 70 კილომეტრში, თქვენ მოხვდებით სუბალპური და ალპური ზონის სრულიად განსხვავებულ ლანდშაფტში. ზღვის დონიდან 2205 მეტრის სიმაღლეზე, მთის წვეროზე მდებარეობს ბუნების ძეგლი „ქვასაყდარა“ – ვულკანური წარმოშობის ქვის სვეტები, რომლებმაც სხვადასხვა ფორმით მოაღწია დღემდე. ამ ადგილიდან საინტერესო პანორამული ხედები იშლება სამხრეთის და ჩრდილოეთის მიმართულებით. სვეტების დასავლეთით აღმართულია მთა „გორმაღალი“. აღსანიშნავია, რომ ადგილი ხასიათდება ამინდის სწრაფი ცვალებადობით და ვიზიტორები სასურველია მზად იყვნენ ამისთვის. მაისიდან თოვლი დნობას იწყებს და ამიტომაც აქ ასვლა შესაძლებელი ხდება, ხოლო ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით, ახლომდებარე სოფლებიდან საზაფხულო საძოვრებზე მწყემსებს ამოჰყავთ ოთხფეხა პირუტყვი და ნებისმიერ ვიზიტორს შეუძლია ადგილზე დამზადებული ყველის და სულგუნის დაგემოვნება. აგვისტოში ქვასაყდარა საინტერესო ადგილი ხდება „ბერდვოჩერებისთვის“ (ორნეტოლოგები), რადგან ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით მიგრირებენ სხვადასხვა მტაცებელი ფრინველები.
ქვასაყდარა
მისამართი
ბაღდათი
საშუალო შეფასება – საშუალო ვარსკვლავების რაოდენობა
სულ 0 შეფასება
დატოვე შეფასება
თქვენ უნდა გქონდეთ ავტორიზირაცია გავლილი რათა შეძლოთ შეფასების დაწერა