სათაფლიის ნაკრძალი ქუთაისთან ახლოს, ქალაქიდან 6 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ეს არის უნიკალური ადგილი, სადაც შეგიძლიათ ნახოთ მილიონობით წლის წინ მცხოვრები დინოზავრების ნაკვალევი, იმოგზაუროთ პრეისტორიულ კარსტულ მღვიმეში და მოინახულოთ კოლხური პარკი. სათაფლიის მინის ტერასიდან შეგიძლიათ დატკბეთ იმერეთის ულამაზესი ხედებით. ნაკრძალის ტერიტორიაზეა საგამოფენო დარბაზი, სადაც განთავსებულია დინოზავრების ინტერაქციული მულაჟები. ნაკრძალი დაარსდა 1935 წელს. მის ტერიტორიაზე, საერთო ჯამში, აღმოჩენილია მტაცებელი და ბალახისმჭამელი დინოზავრების 200-მდე ნაკვალევი. ნაკრძალის ტერიტორია მოიცავს 354 ჰა-ს.
ბილეთის ონლაინ შეძენა: www.guru.ge/ticket