ნავენახევის ორსართულიანი კარსტული მღვიმე, წარმოდგენილია 4 დარბაზით, განსხვავებული და ლამაზი ფორმის მღვიმური წარმონაქმნებით. მღვიმეში სტალაქტიტისა და სტალაგმიტის ერთობლიობა ქმნის სტალაგნატს, რომლის რაოდენობაც აქ 120-ია, რაც ბევრად აღემატება სათაფლიისა და ახალი ათონის მღვიმეებში არსებულ სტალაგნატთა რიცხვს. მღვიმის ჯამური სიგრძე 210 მეტრია, ტემპერატურა კი მუდმივად 14 გრადუსია. ნავენახევის მღვიმეში ოჯახთან ერთად მოგზაურობა შესანიშნავი იდეაა, რადგან მღვიმესთან მოწყობილია ვიზიტორთა ცენტრი ამფითეატრი, კაფეტერია, სუვენირების მაღაზია, საგანმანათლებლო და საბავშვო გასართობი სივრცე. ქუთაისიდან მღვიმე დაშორებულია 20 კმ-ით.
სამუშაო დღეების და ფასის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.guru.ge