ძმუისის კანიონი იმერეთში ერთ-ერთ ყველაზე ექსტრემალურ თავგადასავალს გპირდებათ. ქუთაისიდან 26 კმ დაშორებით, სოფელ ძმუისში მდებარეობს 3,5 კმ სიგრძის კანიონი რომელიც იწყება 25 მეტრიანი ჩანჩქერით. კანიონის გავლის შემდეგ შეგიძლიათ დაეშვათ სხვადასხვა სიმაღლის ჩანჩქერების კასკადზე, რისთვისაც სპეციალური აღჭურვილობა დაგჭირდებათ. განიონი საკმაოდ განიერია დაშვების დაწყებისას, ბოლოს კი ვიწროვდება. აქ მოწყობილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რაც ესაჭიროებათ ექსტრემალებს კანიონზე დასაშვებად. ძმუისის კანიონი ზღვის დონიდან 1200 მეტრზე მდებარეობს, ხოლო დაშვების შემდეგ 600 მეტრის სიმაღლეზე მოხვდებით. ჩანჩქერთა კასკადის გასავლელად საჭირო დრო დაახლოებით 4 საათია.
ძმუისის კანიონი
მისამართი
სოფელი ძმუისი, ტყიბულის მუნიციპალიტეტი
საშუალო შეფასება – საშუალო ვარსკვლავების რაოდენობა
სულ 0 შეფასება
დატოვე შეფასება
თქვენ უნდა გქონდეთ ავტორიზირაცია გავლილი რათა შეძლოთ შეფასების დაწერა