ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი

საკონტაქტო ინფორმაცია
+995 598 950 283
მისამართი
სოფელი დიდი ჯიხაიში, სამტრედია
სამუშაო საათები
10:00-17:00

ცნობილი საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტის, მეცნიერისა და ფოთის პორტის დამაარსებლის ნიკო ნიკოლაძის (1843-1928) სახლ-მუზეუმი. ნ. ნიკოლაძე იყო თავისი დროის მაღალი ტექნოლოგიების გამომგონებელი და საქართველოში ევროპული ფასეულობების შემომტანი. მან განახორციელა ისეთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიცაა ქ. ფოთის და ფოთის პორტის მშენებლობა, თბილისი-ფოთის რკინიგზის გაყვანა (ამიერკავკასიაში პირველი რკინიგზა) და სხვ. 1951 წელს გაიხსნა . ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი სოფელ დიდ ჯიხაიშში. მუზეუმი ინახავს გერმანიიდან, ბრიტანეთიდან, ავსტრიიდან, ამერიკიდან და რუსეთიდან ჩამოტანილი ნივთების კოლექციას. ასევე აქაა მდიდარი ბიბლიოთეკა. მუზეუმში ნახავთ . ნიკოლაძის დროინდელ უახლეს ტექნიკას, მაგ: 1910 წლის ქარის წისქვილს, ბერლინიდან ჩამოტანილ სარეცხ მანქანას, კოდაკის პირველი გამოშვების ფოტოაპარატს, მზის საათს და სხვ.

ბოლო სტუმარი დაიშვება 16:00-ზე.

ბილეთის ფასი – 5 ლარი, გიდის მომსახურება – 5 ლარი.

საშუალო შეფასება – საშუალო ვარსკვლავების რაოდენობა

0.0
Rated 0.0 out of 5
სულ 0 შეფასება

დატოვე შეფასება