გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმი

საკონტაქტო ინფორმაცია
+995 595 429 500
მისამართი
სოფელ ჭყვიში, ვანი
სამუშაო საათები
10:00-18:00

გალაკტიონ ტაბიძის (1891-1959) “პოეტების მეფის” მუზეუმი ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშში მდებარეობს. გალაკტიონმა მკითხველს წარმოუდგინა სრულიად ახლებური პოეტური სამყარო და უხვად მომადლებული პოეტური ნიჭის წყალობით ქართული პოეტიკა ახალ ეტაპზე დააყენა. 1919 წელს გამოცემულმა “არტისტულმა ყვავილებმა” მას საყოველთაო აღიარება, “გენიალური გალაკტიონისა” და “პოეტების მეფის” სახელი მოუტანა. გალაკტიონ ტაბიძე და მისი დიდებული შემოქმედება მუდამ იყო მოქცეული დასავლეთის ლიტერატურათმცოდნეთა ყურადღების ცენტრში. მისი ლექსების და პოემების თარგმანები სისტემატურად ქვეყნდებოდა ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე. მუზეუმში ნახავთ სახლს, სადაც პოეტი დაიბადა და გაიზარდა, მის საწერ მაგიდას და პირად ნივთებს.

ბილეთის ფასი: 5 ლარი. გიდის მომსახურება – 10 ლარი.

საშუალო შეფასება – საშუალო ვარსკვლავების რაოდენობა

0.0
Rated 0.0 out of 5
სულ 0 შეფასება

დატოვე შეფასება