შროშის ნაკეთობები

მისამართი
A village of Shrosha, Zestafoni municipality

მეთუნეობა საქართველოში გავრცელებული ერთ-ერთი უძველესი პროფესიაა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იხვეწებოდა და უამრავი განსაკუთრებული ჭურჭელი შემოგვინახა. შროშა მეთუნეობით გამორჩეული სოფელია საქართველოში. მისი მოსახლეობის უმეტესობა ამ საქმითაა დაკავებული. ამ სოფელში მოპოვებული თიხნარი მიწა იდეალურია მრავალფეროვანი თიხის ნაწარმის დასამზადებლად. ქუთაისი-თბილისის ცენტრალურ გზატკეცილზე, სოფ. შროშასთან მდებარე თიხის ბაზრობაზე შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა ტიპის და ფერის თიხის ჭურჭელი, ხის კალათები და სხვა უამრავი ნაკეთობა.

საშუალო შეფასება – საშუალო ვარსკვლავების რაოდენობა

0.0
Rated 0.0 out of 5
სულ 0 შეფასება

დატოვე შეფასება