გამოჩენილი ქართველი მსახიობის უშანგი ჩხეიძის სახლ-მუზეუმი (1898-1953) მდებარეობს ზესტაფონში. თეატრმცოდნეები ერთხმად აღნიშნავენ, რომ უშანგი ჩხეიძე, როგორც მსახიობი, გამოირჩეოდა მგზნებარე ტემპერამენტით, განცდის სიმართლით, არაჩვეულებრივი სცენური მომხიბვლელობით და ფართო არტისტული დიაპაზონით. უშანგი ჩხეიძე ქართულ თეატრში ნამდვილი მოვლენა იყო. მუზეუმში განთავსებულია მსახიობის პირადი ნივთები, სასცენო კოსტიუმები, მის მიერ განსახიერებული როლებისა და ცხოვრების ამსახველი მრავალფეროვანი ფოტოკოლექცია, პირადი ბიბლიოთეკა და არქივი.
ბილეთის ფასი: უფასო