დიდი ქართველი მწერლისა და დრამატურგის დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმი. დავით კლდიაშვილი ეს არის მწერალი რომლის ნაწერებითაც ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ არამარტო ესთეტიკური სიამოვნება, არამედ გავეცნოთ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის იმერეთს. კლდიაშვილის შემოქმედების მთავარი თემა — იმერეთის გაღარიბებული აზნაურების ცხოვრების ასახვაა, რადგან ახალი საზოგადოებრივი ურთიერთობების გამო მათი თავმომწონეობა სრულიად არ შეეფერებოდა რეალურ ვითარებას. დავით კლდიაშვილს აქვს თავისი გამოკვეთილი სტილი ლიტერატურაში, რაც გულისხმობს სათქმელის „ცრემლნარევი იუმორით“ გამოხატვას. სახლ-მუზეუმში დაცულია მწერლის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: ავეჯი, ხელნაწერები, სამოსი, ჭურჭელი და სხვ.
ბილეთის ფასი: უფასო