დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეა

საკონტაქტო ინფორმაცია
0431 25 27 52
მისამართი
შოთა რუსთაველის 8
სამუშაო საათები
ორშაბათი – პარასკევი, 10:00 – 17:30

გალერეა, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს, ქართული მხატვრობისა და სახვითი ხელოვნების მნიშვნელოვან ნამუშევრებს ინახავს. დაფუძნდა 1976 წელს და მის ფონდში დღეს უკვე 3000–მდე ექსპონატი ინახება. საგამოფენო დარბაზის ექსპოზიციის ნახატებს შორის თქვენ ნახავთ მსოფლიოში ცნობილი ქართველი მხატვრების – ნიკო ფიროსმანის, დავით კაკაბაძის, ფელიქს ვარლას და ბევრი სხვა ადგილობრივი მხატვრის ნახატებს. დავით კაკაბაძე, რომლის სახელსაც ატარებს გალერეა, დაიბადა ქუთაისთან ახლოს, პატარა სოფელში. ქართველი ქველმოქმედის დახმარებით ის სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში, რომელიც 1916 წელს დაამთავრა. თბილისში ხანმოკლე დაბრუნების შემდეგ კი საქართველოს მთავრობის დახმარებით ის პარიზში გაემგზავრა და იქ ცხოვრობდა 1919 – 1927 წლებში. მისი შემოქმედება მასშტაბურია. მისი ტილოები გვიჩვენებს მშობლიური იმერეთის კოხტა სოფლებსაც და მასვე ეკუთვნის მნიშვნელოვანი კუბისტური ნახატები, რომელთა ნაწილის ნახვა გალერეაში შესაძლებელია. დავით კაკაბაძის ინოვაციური ხედვები დღესაც კი აქტუალურია. მან შექმნა უსათვალო სტერეო-კინო აპარატის კონცეფცია, ასევე მუშაობდა მოდიფიცირებად განათების იდეაზე, 3D გამოსახულებაზე და სხვა.

საშუალო შეფასება – საშუალო ვარსკვლავების რაოდენობა

0.0
Rated 0.0 out of 5
სულ 0 შეფასება

დატოვე შეფასება