გამოჩენილი კომპოზიტორი, დირიჟორი, ქართული ეროვნული კლასიკური საკომპოზიტორო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი ზაქარია ფალიაშვილი (1871-1933 წწ.) დაიბადა ქუთაისში, სადაც ის 16 წლამდე ცხოვრობდა. ზაქარია ფალიაშვილმა ქართული ხალხური სიმღერებისა და მსოფლიო კლასიკური მუსიკის სინთეზით შექმნა ქართული კლასიკური მუსიკის სტილი. ზაქარია ფალიაშვილის სამუზეუმო ექსპონატებს შორის აღსანიშნავია უნიკალური, ევროპული მექანიკური მუსიკალური საკრავები, რომლებზეც ის ბავშვობაში უკრავდა.
ბილეთის ფასი: შესვლა უფასო