ქალაქის ცენტრალური ბაღი

მისამართი
დავით აღმაშენებლის მოედანი
სამუშაო საათები
24/7

ქუთაისის ცენტრალური ბაღი , ოდესღაც იმერეთის მეფის სოლომონ პირველის ასულს დარეჯანს ეკუთვნოდა. ეს ბაღი მას მზითვად გადაეცა მაშინ, როცა ის ცოლად ქაიხოსრო აბაშიძეს გაჰყვა. იმერეთის პრინცესის მფლობელობაში ბაღი 1820 წლამდე იმყოფებოდა. მას შემდეგ მან უამრავი ტრანსფორმაცია განიცადა,თუმცა ყოველთვის და დღემდე რჩება ქუთაისელების თავმოყრის უსაყვარლეს ადგილად. მე-19 საუკუნეში მას რატომღაც ბულვარს ეძახდნენ. აქ უნიშნავდნენ ერთმანეთს პაემნებს შეყვარებული გიმნაზისტები, იკრიბებოდნენ პოეტები, რევოლუციონერები, ირჩეოდა ქვეყნის ბედი და რაც მთავარია, მას შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა. თანამედროვე ბაღის ტერიტორიაზე აღმართულია პოეტ აკაკი წერეთლის ძეგლი, ასევე კომპოზიტორ . ფალიაშვილისა და ცნობილი ქართული სიმღერების შემსრულებლების დები იშხნელების ქანდაკებები.

საშუალო შეფასება – საშუალო ვარსკვლავების რაოდენობა

0.0
Rated 0.0 out of 5
სულ 0 შეფასება

დატოვე შეფასება