პანორამა „კოლხეთი“ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში ანალოგიურ ნამუშევრებს შორის ყველაზე დიდია. მისი ავტორია ქუთაისელი მხატვარ-მოქანდაკე ბერნარდ ნებიერიძე, რომელიც პანოს 10 წლის განმავლობაში ქმნიდა. მასზე ასახულია ოთხი პერიოდის კომპოზიცია: საქართველო ჩვ. წელთაღრიცხვამდე, ჩვ. წელთაღრიცხვის შემდეგ, დღეს და მომავალში. პანოზე გამოსახულია მითოლოგიური და ისტორიული პერსონჟები და ქუთაისთან დაკავშირებული მოვლენები. პანო 1995 წელს გაიხსნა. ის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს.
მისამართი: მწვანე ბაზრის შესასვლელთან