საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“ მეშვიდე გამოშვებით ბრუნდება!
თაობა სხვადასხვა ასაკის კინომოყვარულებს საშუალებას აძლევს დაესწრონ მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმების ჩვენებებს ჟიურის წევრის რანგში და თავადვე გამოავლინონ მათ შორის გამარჯვებული. გარდა ამისა, ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებენ მოდერირებულ დისკუსიებსა და საინტერესო ლექციებში.
ფესტივალის მონაწილე 13-15 წლის ახალგაზრდებისთვის 30 მოკლემეტრაჟიანი ფილმის, ხოლო 16-18 წლის ახალგაზრდებისთვის 11 სრულმეტრაჟიანი საკონკურსო ფილმის ჩვენება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელობის მულტიფუნქციურ ცენტრში გაიმართება.
ფესტივალი არც სხვა ასაკის კინომოყვარულებს ივიწყებს – ფესტივალის ფარგლებში ყველა ასაკის კინომოყვარულს შესაძლებლობა ექნება დაესწროს კინო საქართველოში გამართულ ფილმის ჩვენებებს, გარდა ამისა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით ი. გრიშაშვილის ქუჩაზე გაიმართება ღია კინოჩვენებები, სადაც ყოველდღიურად ნაჩვენები იქნება აღდგენილი და დაცული ქართული კინო მემკვიდრეობის სრულმეტრაჟიანი ფილმები.
თაობა 20-26 სექტემბერს ქუთაისის სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდება.ფესტივალის ლოკაციები:
* ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მულტიფუნქციური ცენტრი;
* ქ. ქუთაისი ,,კინო საქართველო” ;
* ი. გრიშაშვილის (თეთრი ხიდი) ;
* აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისი N1 საჯარო სკოლა;
#Back2თაობა