მესვეტეობა 2024

ა(ა)იპ ჭიათურის კულტურის ცენტრის ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მიმდინარე წლის 14 სექტემბერს სოფელ კაცხში, კაცხის სვეტის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება სახალხო დღესასწაულის „მესვეტეობა 2024“-ის აღნიშვნა.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, კაცხის თემში შემავალი სოფლების შემოდგომის ნობათის წარმოდგენა და ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტი.
ღონისძიების მთავარი მიზანია მესვეტეობის დღესასწაულის ისტორიული მნიშვნელობის გახსენება და ჭიათურის მუნიციპალიტეტის აგრო-ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და განვითარება.
ღონისძიებაზე დასწრების სურვილის მქონე ტუროპერატორებისა და გიდების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია.
პროგრამა:
10:00 სთ – სადღესასწაულო წირვა
12:00-17:00 სთ- ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის გამოიფენა-გაყიდვა, დეგუსტაცია, მასტერკლასი
13:00- 15:00 სთ – სპორტული შეჯიბრება (ბუნებრივ კლდეზე ცოცვა)
16:00-17:00 სთ- კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფების მონაწილეობით
გამარჯვებულთა დაჯილდოება