იმერული ღვინის კონკურსი 2024

იმერული ღვინის კონკურსი 2024 Imeretian wine Challenge 2024

DMO-იმერეთისა და იმერული ღვინის ასოციაციის  ორგანიზებით, 2024 წლის 4-6 ოქტომბერს, უკვე მეორედ, იმერეთში, ქ. ქუთაისში ტარდება იმერული ღვინის კონკურსი- Imeretian wine Challenge 2024.

 კონკურსის მიზანია, საქართელოში ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა – იმერული ყურძნის ჯიშების, იმერული ღვინისა და ზოგადად იმერეთის როგორ მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონის ცნობადობის ამაღლება.

საკონკურსო ნიმუშების დეგუსტირებას მოახდენს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისაგან შემდგარი  ჟიური. ღვინის გასინჯვისას დაცული იქნება კომპანიის ანონიმურობა.

მოწვეულ ჟიურის წევრებს შორის არიან, როგორც უცხოელი ჟიურის წევრები ასევე ქართველი ღვინის ექსპერტები.

უცხოელ ჟიურის წევრებს შორის არიან: რობერტ ჯოზეფი ( ბრიტანეთი), ტომას ბრენდლი ( გერმანია), დავიდე ბარტონე ( იტალია), მეთიუ ჰორკეი ( ამერიკა), ირინა ძიანჩენკოვა ( უკრაინა).

ქართველი ჟიურის წევრები: ვლადიმერ კუბლაშვილი, თამარ იმედაძე, თინათინ ჯაჯანიძე, გიორგი სამანიშვილი, საბა ქიტიაშვილი.

კონკურსში მონაწილეობის წინაპირობა:
კონკურსზე შესაძლებელია წარდგენილ იქნას 100%-ით  იმერული ყურძნის ჯიშისგან ან/და ჯიშებისაგან  ნებისმიერი ტექნოლოგიით წარმოებული ღვინო, ან კანონმდებლობით დასაშვები 15%-მდე სხვა  ჯიშის ყურძნის შერევით წარმოებული ღვინო, საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან.  კონკურსში მონაწილე შეიძლება იყოს: ღვინის საწარმო, ინდივიდუალური მეღვინე, კოოპერატივი ან მეღვინეთა გაერთიანება.

კონკურსში მონაწილე კომპანიამ თუ კერძო პირმა ნიმუშები შემდეგი სახით უნდა წარადგინოს:
• ღვინო უნდა იყოს  ბოთლში ჩამოსხმული, მზად რეალიზაციისათვის;
• წარდგენილი ღვინის მინიმალური, დარჩენილი რაოდენობა არ უნდა იყოს 100 ბოთლზე ნაკლები;

🍾ბოთლის ეტიკეტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
• მწარმოებელი კომპანიის სრული დასახელება
• ბრენდის დასახელება
• ღვინის დასახელება
• ჩამოსხმის წელი
• ყურძნის ჯიში
• რეგიონი/ქვეყანა
• მოცულობა
• წარმოდგენილი უნდა იყოს ერთი დასახელების ღვინის 4 ნიმუში ( ბოთლი= 0.75ლ)

ნიმუშების მოტანამდე საჭიროა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა :
https://forms.gle/8p6Qa6NuUFi71UCN8

ნიმუშები უნდა გამოიგზავნოს DMO-იმერეთის ოფისში, მისამართზე: ქ.ქუთაისი, რუსთაველის გამზირი 9ა. 
30 აგვისტოდან 27 სექტემბრის  ჩათვლით, 12:00-დან 17:00 საათამდე. ნიმუშებს თან უნდა დაურთოთ გადარიცხვის ფურცელი.

საყურადღებო ინფორმაცია:
• ნიმუშები, რომლებიც არ შეესაბამება საკონკურსო წესებს, უკან არ გაიგზავნება.

🔸ნიმუშის საფასური და გადახდის მეთოდი:
იმერული ღვინის ასოციაციის წევრებისთვის კონკურსში მონაწილეობის მიღება უფასოა, სხვა შემთხვევაში:
ნიმუშის წარდგენის საფასური შეადგენს 80 ლარს დღგ-ს ჩათვლით.
მიმღების სახელი: ა(ა)იპ ქუთაისის ტურიზმის ცენტრი
მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი:  TRESGE22
მიმღების ანგარიში:  750237519
დანიშნულება: იმერული ღვინის კონკურსის საფასური

თანხის ჩარიცხვა უნდა მოხდეს 2024 წლის 25 სექტემბრის  ჩათვლით.

დამატებითი კითხვებისთვის დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ:
+995 551 109 104 ჟანა            
ელ. ფოსტა: [email protected]

ჟიურის წევრები:
საკონკურსო ნიმუშების დეგუსტირებას მოახდენს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისაგან შემდგარი  ჟიური. გაგაცნობთ ჟიურის წევრებს:

რობერტ ჯოზეფი ( ბრიტანეთი)  – Meninger-ღვინის ბიზნესის საერთაშორიო ჟურნალის ავტორი, London Wine Challenge-ის, Decanter-ის, MUNDUS VINI-ისა და სხვა საერთაშორისო ღვინის კონკურსების ჟიურის წევრი და ღვინის კრიტიკოსი,  კონკურსების ორგანიზატორი და დამფუძნებელი,  ღვინის კრიტიკოსი, ღვინის ინდუსტრიის ანალიტიკოსი და ბრენდიბგის შემქმნელი.

ტომას ბრენდლი ( გერმანია)  – ღვინის ექსპერტი, საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის ღვინის ქვეყნების პრომოუტერი, Concours Mondial de Bruxelles-ის ელჩი გერმანიაში, ავსტრიაში და მთელ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში.

დავიდე ბარტონე ( იტალია) – ღვინის ჟურნალისტი და ღვინის კრიტიკოსი, ონლაინ ჟურნალის winemag.it-ის მთავარი რედაქტორი, საერთაშორისო გამოცემის Wine-Searcher-ის კორესპონდენტი, ღვინის იმპორტიორი და ღვინის საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრი.

მეთიუ ჰორკეი ( ამერიკა) – ღვინის ჟურნალისტი, მწერალი, საერთაშორისო ბლოგერი და მრავალი საერთაშორისო ღვინის კონკურსის ჟიურის წევრი და ღვინის მოგზაური.

ირინა დიაჩენკოვა (უკრაინა) – Wine Travel Awards-ის და ჟურნალ Drinks+ and DRINKS+-ის თანადამფუძნებელი  და ღვინის საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრი

ვლადიმერ კუბლაშვილი ( საქართველო) – ღვინის საერთაშორისო ჟიური და მეღვინეობა “ხარებას” მთავარი მეღვინე და აღმასრულებელი დირექტორი

თამარ იმედაძე ( საქართველო) – საქართველოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრი

საბა ქიტიაშვილი ( საქართველო) – მეღვინეობის მაგისტრი / საერთაშორისო სომელიე ASI Certification 1

თინათინ ჯაჯანიძე ( საქართველო)  – შპს ” ირმა ჭანტურიას სახელობის ღვინის ლაბორატორიის” დირექტორი, ღვინის ექსპერტი,  საერთაშორისო კონკურსების დეგუსტატორი

გიორგი სამანიშვილი ( საქართველო)  – ენოლოგი; ღვინის მენეჯმენტის, ეკონომიკის და სამართლის მაგისტრი

ქეთევან ჯურხაძე ( საქართველო)   – იმერული ღვინის ასოციაციის დირექტორი და კონკურსის ხელმძღვანელი, ღვინის ექსპერტი, საერთაშორიოს კონკურსების ჟიურის წევრი, ღვინის სკოლა „კაბისტონისა“  და მეღვინეობა „კაბის ტონის“ დამფუძნებელი და მეღვინე.

კონკურსში მონაწილეობის პირობებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ:
+995 599178735 – ქეთი ჯურხუძე, იმერული ღვინის ასოციაციის დირექტორი.