ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე მგზავრებს სამი ახალი SHUTTLE BUS-ი მოემსახურება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ახალი, Euro 6 ემისიის სტანდარტის ძრავის მქონე, M3 კატეგორიის ავტობუსები შეისყიდა. რაც ტურისტებისთვის ბევრად უფრო კომფორტულს გახდის ქუთაისში მოგზაურობას.
ფრენების განრიგზე მორგებული ავტობუსის ერთი გზის საფასური 5 ლარია. ანგარიშსწორება შესაძლებელია ნებისმიერი საბანკო ბარათის საშუალებით.