ბაგრატის ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, რომელსაც ბაგრატის ტაძრად მოვიხსენიებთ, აშენდა 11-ე საუკუნეში, მეფე ბაგრატ მესამე ბაგრატიონის მიერ, როგორც საქართველოს გაერთიანების სიმბოლო. ტაძარი ქალაქს გადმოჰყურებს. უქიმერიონის მთიდან, რომელზეც ის მდებარეობს, შეგიძლიათ თვალი მოავლოთ თითქმის მთელს ქუთაისს. გადმოცემის მიხედვით, საქართველოს ყველაზე ძლევამოსილი მეფე, დავით აღმაშენებელი, 16 წლის ასაკში სწორედ ბაგრატის ტაძარში აკურთხეს მეფედ.

სათაფლიის ნაკრძალი

უნიკალური ადგილი, სადაც შეგიძლიათ ნახოთ დინოზავრების ნაკვალევი, პრეისტორიული კარსტული მღვიმე და მინის ხიდიდან დაათვალიეროთ იმერეთის პანორამული ხედები.

ბაგრატის ტაძარი

საქართველოს სამი ყველაზე დიდი კათედრალიდან ერთ–ერთი. აგებულია 1003 წელს და მას შემდეგ ბევრჯერ დაზიანდა მტრების შემოსევების გამო. ბოლოს მისი აღდგენა 2012 წელს განხორციელდა.

თეთრი ხიდი

თეთრი ხიდი ქალაქის ცენტრალურ უბანში მდებარეობს. იგი 1850 წელს აშენდა და ქალაქის ერთ–ერთი მთავარი ღირშესანიშნაობაა.

კოლხური შადრევანი

ქალაქის შუაგულში მდებარე შადრევანი ლამაზი ფიგურებით არის მორთული. მისი განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ, ეს ფიგურები უძველესი არტეფაქტების ასლებია.

დრამატული თეატრი

ქუთაისის თეატრი განსაკუთრებულია ისტორიით და შენობის არქიტექტურით. მდებარეობს ქალაქის მთავარ მოედანზე.