DMO იმერეთი წარმოგიდგენთ ციფრული ხელოვნების სტუდია “რეროს” ავტორობით შექმნილ
აპლიკაციას “ფანტომები: არაჩვეულებრივი გამოფენა”, რომელიც კულტურულ-ტურისტული დანიშნულებისაა.
უზოგადესად, მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ აპლიკაციაში ტელეფონის კამერა იხსნება, რის შემდეგაც ეკრანზე ასახულ სივრცეში დაინახავთ იმგვარ ობიექტებს, რომლებიც სინამდვილეში იქ არ არის. აპლიკაციის სრულყოფილი ვერსია ქუთაისის ცენტრში მდებარე 10 ზონაში მუშაობს.