რამდენიმე წლის წინ ქვევრი იუნესკომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა და დასაცავ მემკვიდრეობათა ნუსხაში შეიტანა, რაც ქართული მეთუნეობის მსოფლიო აღიარებად შეგვიძლია მივიჩნიოთ. სოფელი ტყემლოვანა ძველთაგანვე განთქმულია მეთუნეობითა და მექვევრეობით. მეთუნეობის განვითარება ამ სოფელში ძირითადად განპირობებულია იმით, რომ აქ მოპოვებული თიხა უმაღლესი ხარისხისაა და იდეალურია ქვევრის დასამზადებლად. სწორედ ამიტომ ტყემლოვანაში დამზადებულ ქვევრებს შეხვდებით არა მხლოდ იმერეთის რეგიონში და საქართველოს სხვა კუთხეებში, არამედ უცხოეთშიც. ტყემლოვანაში სტუმრობისას შეგიძლიათ დაათვალიეროთ ადგილობრივი ხელოსნების ნამუშევრები, გაეცნოთ ქვევრების დამზადების ტექნოლოგიას და თავადაც მონაწილეობა მიიღოთ მეთუნეობის მასტერკლასში.
მეთუნეობა და ქვევრები სოფელ ტყემლოვანაში
მისამართი
სოფელი ტყემლოვანა, ჭიათურის მუნიციპალიტეტი
საშუალო შეფასება – საშუალო ვარსკვლავების რაოდენობა
სულ 0 შეფასება
დატოვე შეფასება
თქვენ უნდა გქონდეთ ავტორიზირაცია გავლილი რათა შეძლოთ შეფასების დაწერა