საზანოს ღვინის სასტუმრო მოიცავს 4 სტანდარტულ ნომერს, 1 ოჯახურ ნომერს, 1 იმერული ხის ოდას, რომელიც ცალკე მდგარი უნიკალური ძველებური ხის ნაგებობაა და ასევე ცალკე მდგარ ღვინის მარანს. ერთდროულად 20-მდე ადამიანის მიღება შეგვიძლია. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში სრულად შეიგრძნონ ტერუარის თავისებურებანი, დატკბნენ იმერული სოფლის ავთენტურობით და ისიამოვნონ იმერული პეწით გაჯერებული სტუმართმოყვარეობით.