Covid 19

რა ვნახოთ?

თეთრა მღვიმე

თეთრა მღვიმე კარსტული ტიპის მღვიმეს წარმოადგენს, ულამაზესი სტალაქტიდებით, სტალაგმიტებითა და სტალაგნატებით. აქ აღმოაჩენთ უძველესი ადამიანების მღვიმეში ცხოვრების ისტორიას და ამის დამადასტურებელ არტეფაქტებს. ამასთან, შეგიძლიათ გაეცნოთ ქართული ღვინის 8000 წლიან ისტორიას და დააგემოვნოთ სამი სახეობის იმერული ღვინო.

სრულად...
ოკაცეს კანიონი

მდინარე ოკაცე ასხის მთიდან მოედინება. მისი სიგრძე 16 კილომეტრამდეა. მდინარის ხევში ეროზიამ შექმნა კანიონი, რომლის სიგანე ზოგ ადგილებში აღწევს 10-15 მეტრს, სიღრმე კი 50 მეტრზე მეტია. კანიონს აქვს მღვიმეები, საიდანაც გამოედინება კარსტული წყლები. მდინარე ოკაცეს გორდის მონაკვეთზე მოწყობილია 780 მეტრის სიგრძის გამჭვირვალე კიდული ბილიკი, რომელიც მოგცემთ საშუალებას უკეთ და ახლოდან დაათვალიეროთ კანიონის ბუნება. 

სრულად...
ძმუისის კანიონი

ძმუისის კანიონი იმერეთში ერთ-ერთ ყველაზე ექსტრემალურ თავგადასავალს გპირდებათ. ქუთაისიდან 26 კმ დაშორებით, სოფელ ძმუისში მდებარეობს 3,5 კმ სიგრძის კანიონი რომელიც იწყება 25 მეტრიანი ჩანჩქერით. კანიონის გავლის შემდეგ შეგიძლიათ დაეშვათ სხვადასხვა სიმაღლის ჩანჩქერების კასკადზე, რისთვისაც სპეციალური აღჭურვილობა დაგჭირდებათ. განიონი საკმაოდ განიერია დაშვების დაწყებისას, ბოლოს კი ვიწროვდება.

სრულად...
ნავენახევის მღვიმე

ორსართულიანი კარსტული მღვიმე, 4 დარბაზით, განსხვავებული და ლამაზი ფორმის მღვიმური წარმონაქმნებით. აქ სტალაქტიდის მოპირისპირედ წარმოიქმნება სტალაგმიტი, ისინი ერთად ქმნიან სტალაგნატს, მისი რაოდენობა მღვიმეში 120-ია, რაც ბევრად აღემატება სათაფლიისა და ახალი ათონის მღვიმეებში არსებულ სტალაგანტთა რიცხვს. მღვიმის ჯამური სიგრძე 210 მეტრია, ტემპერატურა მუდმივად 14 გრადუსი.

სრულად...
სათაფლიის ნაკრძალი

სათაფლიის ნაკრძალი ქუთაისთან ახლოს, ქალაქიდან 6 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ეს არის უნიკალური ადგილი, სადაც შეგიძლიათ ნახოთ მილიონობით წლის წინ მცხოვრები დინოზავრების ნაკვალევი, იმოგზაუროთ პრეისტორიულ კარსტულ მღვიმეში და მოინახულოთ კოლხური პარკი. სათაფლიის მინის ტერასიდან შეგიძლიათ დატკბეთ იმერეთის ულამაზესი ხედებით.

სრულად...
პრომეთეს მღვიმე

ყველაზე დიდი კარსტრული მღვიმე საქართველოში. მდებარეობს ქუთაისიდან 20 კილომეტრში, ბალნეოლოგიური კურორტის, წყალტუბოს მახლობლად. მღვიმის მნახველებს ეძლევათ უნიკალური საშუალება აღმოჩნდნენ მიწისქვეშა სამყაროს საუფლოში. მილიონობით წლის განმავლობაში შექმნილი სტალაგტიდები, სტალაგმიტები, სტალაგნატები, გაქვავებული ჩანჩქერები ქმნიან განუმეორებელ სილუეტებს და ჯადოსნურ ატმოსფეროს.

სრულად...
ძევრის გამოქვაბულები

მდინარე ძევრულას ხეობაში, ულამაზეს ბზის კორომებში მდებარეობს კლდეზე ნაკვეთი სხავადასხვა ზომის მღვიმე. 35 000 ათასი წლის წინ, ამ ბუნებრივ გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ პირველყოფილი ადამიანები.

სრულად...
დევის ხვრელის მვიმე

დევის ხვრელის სოფელ ლაშესთან მდებარეობს. მღვიმე 50-40 წლის წინა ეპოქისაა და მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ძეგლს წარმოადგენს, რადგან იქ აღმოჩენილია ზედა პალეოლითის ადამიანის საცხოვრისის ნაშთები. მღვიმის შესასვლელი 5 მ-ის სიმაღლისა, ხოლო სიღრმე 40 მეტრს შეადგენს.

სრულად...