Covid 19

რა ვნახოთ?

ვანის არქეოლოგიური მუზეუმი და ნაქალაქარი

ვანის არქეოლოგიური მუზეუმი იმერეთის პატარა ქალაქ ვანის განაპირა ბორცვზე მდებარეობს. არქეოლოგიური გათხრებით დადგინდა, რომ აქ ანტიკურ ხანაში ძველი კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი იყო გაშენებული, რომელმაც აყვავებას ძვ. წ. III-I სს-ში მიაღწია.

სრულად...
ნიკო ნიკოლაძის სახლმუზეუმი

ცნობილი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, მეცნიერი და ფოთის პორტის დამაარსებელი ნიკო ნიკოლაძე  იყო თავისი დროის მაღალი ტენოლოგიების გამომგონებელი და საქართველოში ევროპული ფასეულობების შემომტანი. მან განახორციელა ისეთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიცაა ქალაქ ფოთის და ფოთის პორტის მშენებლობა, თბილისი-ფოთის რკინიგზის ხაზის გაყვანა (ამიერკავკასიაში პირველი რკინიგზა) და სხვა. 1951 წელს გაიხსნა ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი სოფელ დიდ ჯიხაიშში.

სრულად...
გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმი

გალაკტიონ ტაბიძის (1891-1959) "პოეტების მეფის" მუზეუმი ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშში მდებარეობს. გალაკტიონმა მკითხველს წარმოუდგინა სრულიად ახლებური პოეტური სამყარო და უხვად მომადლებული პოეტური ნიჭის წყალობით ქართული პოეტიკა ახალ ეტაპზე დააყენა. 1919 წელს გამოცემულმა "არტისტულმა ყვავილებმა" მას საყოველთაო აღიარება, "გენიალური გალაკტიონისა" და "პოეტების მეფის" სახელი მოუტანა.

სრულად...
აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი

აკაკი წერეთელი (1840-1915) დიდი ქართველი პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დაარსებასა და საქმიანობაში, ქართული დრამატული საზოგადოების შექმნასა და მუშაობაში, ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში. ის იყო ახალი ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი და თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის რეფორმატორი.

სრულად...
აკაკის ძიძისეული კარმიდამო და წმ. გიორგის ეკლესია

ქართველ თავადებს ჰქონდათ ტრადიცია, რომლის მიხედვით მათი შვილები გლეხის ოჯახებში იზრდებოდნენ. ამ ტრადიციის თანახმად დიდმა ქართველმა პოეტმა აკაკი წერეთლმა ბავშვობის წლები სოფელ სავანეში გლეხის ოჯახში ძიძასთან გაატარა. თავის ბავშვობის წლებზე პოეტი წერდა: „თუკი რამ დარჩა ჩემში კარგი და კეთილი, უფრო იმის წყალობით, რომ მე სოფელში ვიყავი გაბარებული და გლეხების შვილებთან ერთად ვიზრდებოდი“.

სრულად...
ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმი

20-ე საუკუნის ცნობილი ქართველი მწერალი, კინოსცენარისტი და დრამატურგი, ოტია იოსელიანი დაიბადა და ცხოვრობდა წყალტუბოში. ის ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი სტილით, როგორც ლიტერატურაში, ასე ყოფა-ცხოვრებაში. მისი სახლ-მუზეუმი დღეს მწერლის უამრავ საინტერესო ნივთს ინახავს. აქ, ავთენტურ ქართულ გარემოში, შეგიძლიათ დრო სასიამოვნოდ გაატაროთ და მწერლის შთამომავლების მიერ მოწყობილ მარანში, იმერული ღვინოც დააგემოვნოთ.

სრულად...
უშანგი ჩხეიძის სახლ-მუზეუმი

გამოჩენილი ქართველი მსახიობის უშანგი ჩხეიძის სახლმუზეუმი (1898-1953) მდებარეობს ზესტაფონში. თეატრმცოდნეები ერთხმად აღნიშნავენ, რომ უშანგი ჩხეიძე, როგორც მსახიობი, გამოირჩეოდა მგზნებარე ტემპერამენტით, განცდის სიმართლით, არაჩვეულებრივი სცენური მომხიბვლელობით და ფართო არტისტული დიაპაზონით. 

სრულად...
დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმი

დიდი ქართვველი მწერლისა და დრამატურგის დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმი. დავით კლდიაშვილი ეს არის მწერალი რომლის ნაწერებითაც ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ არამარტო ესთეტიკური სიამოვნება, არამედ გავეცნოთ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის იმერეთს. სახლ-მუზეუმში დაცულია მწერლის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: ავეჯი, ხელნაწერები, სამოსი, ჭურჭელი და სხვ.

სრულად...
პაოლო იაშვილის სახლ-მუზეუმი

პაოლო იაშვილი (1894-1937) ქართული ლექსის ერთ-ერთი ნოვატორი და ახალი ლექსის რეფორმატორი, ქართველ სიმბოლისტ პოეტთა და პროზაიკოსთა შემოქმედებითი გაერთიანების "ცისფერყანწელების" თანადამაარსებელი. პაოლო იაშვილი იყო ფართო დიაპაზონის მქონე პიროვნება, ის მონაწილეობდა ყოველ ახალ წამოწყებაში, აქტიურად იყო ჩართული ლიტერატურულ ცხოვრებაში, მშვენივრად იცოდა ფერწერა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული თეატრის აღორძინებისთვის ბრძოლაში. 

სრულად...
ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლმუზეუმი

ვლადიმერ მაიაკოვსკი ცნობილი რუსი პოეტია, რომელიც საქართველოში დაიბადა და გაიზარდა. მან ჩაუყარა საფუძველი ფუტურიზმს რუსულ და მსოფლიო ლიტერატურაში. ქუთაისიდან 30 კილომეტრში, იმერულ გორაკებში ჩაფლულ სოფელ ბაღდათში მდებარეობს მისი სახლ-მუზეუმი, ადგილი, სადაც იგი 1893 წლის 19 ივლისს დაიბადა და სიყმაწვილე გაატარა.

სრულად...