Covid 19

მდინარე საწისქვილოს ხეობაში, კავკასიონის კირქვული ზონის ერთ-ერთი მაღალი მთათა სისტემა ასხის მასივის აღმოსავლეთ ქარაფიდან, სამ საფეხურად გადმოედინება კინჩხის ჩანჩქერების კასკადი. პირველი ჩანჩქერის სიმაღლე დაახლოებით 25 მეტრია, მეორის სიმაღლე 70 მ-მდე აღწევს, კასკადის მესამე საფეხური დაახლოებით 30 მ სიმაღლისაა. წყალვარდნილამდე მისასვლელად კანიონში გზას გაგიკვალავთ კომფორტული და უსაფრთხო ბილიკი და აქვე მოწყობილი პლატფორმებიდან შეძლებთ ფოტოზე აღბეჭდოთ ბუნების ხელუხლებელი სილამაზე. მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებს შეგიძლიათ ZIP LINE ითაც გაიმდიდროთ თქვენი შთაბეჭდილებები. ქუთაისიდან ოკაცეს ჩანჩქერი დაშორებულია 55 კმ-ით. 

 

ღიაა: სამშაბათი - კვირა, 10:00-18:00.

ბილეთის ონლაინ შეძენა: www.guru.ge

 

ZIP LINE: სამშაბათი - შაბათი, 10:00 - 18:00

ბილეთის შეძენა ხდება ადგილზე.

საკონტაქტო ნომერი: +995 599 039 900

მისამართი: ხონის მუნიციპალიტეტი, სოფ. კინჩხას მიდამოები