Covid 19

უბისის სამონასტრო კომპლექსის წმ. გიორგის სახელობის მთავარი ტაძარი აგებულია IX-X სს. მიჯნაზე. იქვე მდგარი ორნავიანი ბაზილიკა კი XII საუკუნეს მიეკუთვნება. უბისის მონასტერი კულტურის მნიშვნელოვანი კერა იყო. აქ საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა წიგნების გადაწერა, არსებობდა ჭედურობის და ხატწერის სკოლები. უბისის ტაძრის მხატვრობამ ქართული ფერწერული სკოლის უნიკალური ნიმუშები შემოგვინახა. უბისის ტაძარი მოიხატა XIV საუკუნეში მეფე გიორგი ბრწყინვალის დროს. ისტორიკოსების აზრით კედლის მხატვრობა უნდა შეესრულებინა დიდ ხელოვან მხატვარს დამიანეს, ან მის აღზრდილს და მოწაფეს გერასიმეს. ტაძარში წარმოდგენილია ყველა საუფლო დღესასწაულის ბრწყინვალე კომპოზიცია: ხარება, ბზობა, ჯვარცმა, აღდგომა, ნათლისღება და სხვა. ფრესკებს შორის გამოირჩევა უბისის წმინდა გიორგის ფრესკა და საიდუმლო სერობა.

 

მისამართი: სოფელი უბისა, ხარაგაული

www.google.com/maps/place/Ubisa+Monastery

ღიაა: ყოველ დღე, 10:00-18:00