აკაკი წერეთელი (1840-1915) დიდი ქართველი პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დაარსებასა და საქმიანობაში, ქართული დრამატული საზოგადოების შექმნასა და მუშაობაში, ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში. ის იყო ახალი ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი და თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის რეფორმატორი. აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი დაარსდა 1940 წელს. ის განთავსებულია წერეთლების საგვარეულო სასახლეში სოფელ სხვიტორში. მუზეუმის ფონდებში დაცულია პოეტისა და მისი წინაპრების პირადი ნივთები (აქსესუარები, ტანსაცმელი), XIX ს პირველი ნახევრის ფრანგული, იტალიური, გერმანული წარმოების ავეჯი, ჭურჭელი, ბიბლიოთეკა (სხვადასხვა პერიოდის გამოცემები ქართულ, რუსულ, ფრანგულ ენებზე),პოეტისა და სხვა საზოგადო მოღვაწეების ხელნაწერები.
მისამართი: სოფელი სხვიტორი, საჩხერე
ღიაა: სამშაბათი-კვირა, 10:00-17:00
ბილეთის ფასი - 2 ლარი. გიდის მომსახურება - 10 ლარი.
ტელ: +995 (0) 577 977 970