საჩხერის რკინიგზის სადგური საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ის ქალაქის ცენტრში მდინარე ყვირილას მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. აშენებულია კარგად დამუშავებული თლილი ქვისგან. საჩხერეში რკინგზის ისტორია იწყება 1904 წლიდან, როდესაც ცნობილი ქართველი ქველმოქმედის ელისაბედ წერეთლის ინიციატივით აქ პირველი სარკინიგზო ხაზი გაიყვანეს.
მის: კოსტავას ქ. #1, საჩხერის მუნიციპალიტეტი