დიხაშხოს გოგირდის გეიზერი სოფ. დიხაშხოს მიდამოებში ამოედინება. მისი უნიკალური ვიზუალის, სამკურნალო და გამაჯანსაღებელი თვისებების გამო ტურისტებისთვის ერთერთი ყველაზე საყვარელი ადგილია იმერეთის რეგიონში ოთხივე სეზონის განმავლობაში. ის ბუნებრივი, თვითნაბადი ღია აუზია და როგორც გადმოცემით ამბობენ 100 წელზე მეტია რაც არსებობს. გეიზერის სამკურნალო თერმული წყალი ზამთარ-ზაფხულ 38 გრადუსს აღწევს, უსაფრთხოა და უნიკალურია საყრდენ-მამოძრავებელი და პერიფერიული ნერვული სისტემის, ჭარბი წონის კორექციისთვის, გულ-სისხლძარღვთა, სოკოვანი და მრავალი სხვა დაავადების სამკურნალოდ.
მისამართი: სოფელი დიხაშხო, ვანის მუნიციპალიტეტი
ღიაა: გეიზერთან მისვლა და აუზით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერ დროს უფასოდ.