სამცვერას ჩანჩქერი სოფელ ქვედა საზანოში, მდ. ძუსას ხეობაში, ზესტაფონიდან 15 კმ-ში მდებარეობს. ზაფხულის ცხელ დღეებში შეგიძლიათ გაგრილდეთ მდინარეში და სამცვერას ჩანჩქერის სათავესთან გაკეთებული ხელოვნური ჯებირიდან დატკბეთ ჩანჩქერის ცქერით.
მისამართი: სოფელი ქვედა საზანო, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი