Covid 19

საირმე იმერეთის მთიანი კურორტია, მინერალური წყლებით და ულამაზესი ბუნებით განთქმული. საირმის მინერალური წყლების წყაროები, შესწავლილ იქნა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში. მათი სამკურნალო თვისებების სპექტრი საკმაოდ ფართოა, წყაროებზე მოწყობილია კომფორტული ბიუვეტები, ყოველ წყაროს აქვს თავისი დანიშნულება. მათი სხვადასხვა დოზით მიღება კურნავს კენჭოვანი დაავადებებს, ნივთიერებათა ცვლის პრობლემებს და კუჭ-ნაწლავის დაავადებებს.  მინერალური წყლის დაგემოვნება ყველას უსასყიდლოდ შეუძლია, თუმცა გასათვალისწინებელია რომ ექიმის დანიშნულების გარეშე დიდი ოდენობით მიღება არ არის რეკომენდებული. კურორტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სასტუმროები, თერმული სპა და “ველნეს” ცენტრები, 800 მეტრიანი ZIP Line, ბრიტანული აპარატურით აღჭურვილი „სასროლეთი“, თოკების ქალაქი, გარე აუზი და ეს ყველაფერი ქუთაისიდან მხოლოდ 50 კილომეტრის დაშორებით.

 

მის: ბაღდათის მუნიციპალიტეტი

www.google.com/maps/place/SAIRME

sairmeresort.ge/