Covid 19

ცნობილი საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტის, მეცნიერისა და ფოთის პორტის დამაარსებლის ნიკო ნიკოლაძის (1843-1928) სახლ-მუზეუმი. ნ. ნიკოლაძე იყო თავისი დროის მაღალი ტენოლოგიების გამომგონებელი და საქართველოში ევროპული ფასეულობების შემომტანი. მან განახორციელა ისეთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიცაა ქ. ფოთის და ფოთის პორტის მშენებლობა, თბილისი-ფოთის რკინიგზის გაყვანა (ამიერკავკასიაში პირველი რკინიგზა) და სხვ. 1951 წელს გაიხსნა ნ. ნიკოლაძის სახლმუზეუმი სოფელ დიდ ჯიხაიშში. მუზეუმი ინახავს გერმანიიდან, ბრიტანეთიდან, ავსტრიიდან, ამერიკიდან და რუსეთიდან ჩამოტანილი ნივთების კოლექციას. ასევე აქაა მდიდარი ბიბლიოთეკა. მუზეუმში ნახავთ ნ. ნიკოლაძის დროინდელ უახლეს ტექნიკას, მაგ: 1910 წლის ქარის წისქვილს, ბერლინიდან ჩამოტანილ სარეცხ მანქანას, კოდაკის პირველი გამოშვების ფოტოაპარატს, მზის საათს და სხვ.

 

მისამართი: სოფელი დიდი ჯიხაიში, სამტრედია

www.google.com/maps/

ღიაა: ყოველ დღე, 10:00-17:00, ბოლო სტუმარი დაიშვება 16:00_ზე.

ბილეთის ფასი - 5 ლარი, გიდის მომსახურება - 5 ლარი.

ტელ: +995 598 950 283