20-ე საუკუნის ცნობილი ქართველი მწერალი, კინოსცენარისტი და დრამატურგი, ოტია იოსელიანი დაიბადა და ცხოვრობდა წყალტუბოში. ის ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი სტილით, როგორც ლიტერატურაში, ასე ყოფა-ცხოვრებაში. მისი სახლ-მუზეუმი დღეს მწერლის უამრავ საინტერესო ნივთს ინახავს. აქ, ავთენტურ ქართულ გარემოში, შეგიძლიათ დრო სასიამოვნოდ გაატაროთ და მწერლის შთამომავლების მიერ მოწყობილ მარანში, იმერული ღვინოც დააგემოვნოთ. სახლ-მუზეუმში სხვადასხვა სერვისებიც ხელმისაწვდომია, მაგალითად ტრადიციული ხელსაქმის ან იმერული სამზარეულოს მასტერკლასი.
მისამართი: წყალტუბო, ხელოვნების ქ. #1
ღიაა: ყოველდღე 10:00-20:00
საკონტაქტო ნომერი: +995 (0) 595 111 342
ვებ-გვერდი: https://otias-ezo.business.site/