გადიდი ულამეზი მთაგორიანი სოფელია, რომელიც სამხრეთ იმერეთის მთისწინეთზე, ზღვის დონიდან 360 მეტრზე, ვანიდან 9 კილომეტრში მდებარეობს. გადიდი გამორჩეულია განსაკუთრებული მთა-გორიანი რელიეფით, ულამაზესი ბუნებითა და ჰაერში ჟანგბადის მაღალი შემცველობით. გადიდის ტყე-პარკის ძირითადი ნაწილი დაფარულია წიწვოვანი ტყით, რომელიც ყვავილობის დროს გამორჩეულად სასარგებლოა ბავშვების, ასევე მოზრდილების, ფილტვებით დაავადებულების სამკურნალოდ. სოფელი თავისი ულამაზესი ხედებით გამორჩეულად საინტერესოა ფოტო ტურების მოყვარულთათვის, ხოლო პილიგრიმული ტურით დაინტერესებული ტურისტებისთვის სოფელში დგას XI საუკუნის გადიდის ეკლესია ლაპიდარული წარწერებით და მამათა მონასტერი.
მისამართი: სოფელი გადიდი, ვანი
www.google.com/maps/place/Gadidi/
შენიშვნა: სოფელ გადიდში მისასვლელად დაგჭირდებათ მაღალი გამავლობის მანქანა (4X4).