სტუმარს შეუძლია მასპინძელთან ერთად ჩაერთოს სხვადასხვა საქმიანობაში, როგორიცაა ჭურიდან ღვინის ამოღება, ჩამოსხმა, დაბეჭდვა და ეტიკეტის დაკვრა, ჩურჩხელის ამოვლება, ხაჭაპურის კეცზე შეწვა.
ეზოში გვაქვს წყლის წისქვილი სადაც დაფქვის პროცესის ნახვა და მონაწილეობაა შესაძლებელი. დაფქული სიმინდის ფქვილით მჭადის დაცხობაც იქვე არის შესაძლებელი.
სტუმარს შეუძლია აქვე ეზოში მოწყობილი მდინარის წყლის აუზით ისარგებლოს და ითევზაოს კიდეც.
გვაქვს საოჯახო სატუმრო 15 პერსონაზე და სავახშმო დარბაზი ბუხრით.