Covid 19

„სიმონ ჩხეიძის მარანი“ მდებარეობს სოფელ II-ე ობჩაში. კომპანია დაარსდა და იმართება ძმების, ნუგზარ და მამუკა ჩხეიძეების მიერ. კომპანიის სახელი „სიმონ ჩხეიძის მარანი“ უკავშირდება ნუგზარ და მამუკა ჩხეიძეების მამას, წარსულში დამსახურებულ მეღვინეს ბატონ სიმონს და კომპანიის მთავარი მიზანიც ჩხეიძეების ოჯახში არსებული მეღვინეობის მრავალწლიანი ტრადიციის გაგრძელება და პოპულარიზაციაა. კომპანია „სიმონ ჩხეიძის მარანი“ აწარმოებს წითელ, თეთრ და ვარდისფერ ღვინოებს ისეთი ჯიშის ყურძნებისგან როგორებიცაა ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა და ჩხავერი, თუმცა აღსანიშნავია, რომ კომპანიის მთავარი რესურსი მიმართულია, საქართველოში ნაკლებად გავრცელებული ოცხანური საფერეს წარმოებაზე. ღვინო მზადდება და ძველდება ქვევრში (ტრადიციული ქართული მეთოდით).

location icon
სოფ. მეორე ობჩა, ბაღდათი, 33 კმ. ქუთაისიდან.
smartphone icon
+995 (0) 599 791 303; +995 (0) 577 746 439