საზანოს ღვინის მარანი 2017 წელს დაარსდა და ღვინის დამზადების თითქმის ორსაუკუნოვან საოჯახო-საგვარეულო ტრადიციის აღდგენას მიჰყო ხელი. მარანი მდებარეობს იმერეთში, სოფ. საზანოს საგვარეულო მამულში, მდ. ძუსას ხეობაში. ამჟამად საკუთრებაშია 3 ჰექტრამდე ვენახი, თუმცა 2021 წლისთვის დაგეგმილია 10 ჰექტრამდე ფართობის განაშენიანება.
ძირითადი ორიენტირი გახლავთ იმერული და ზოგადად, დასავლეთ საქართველოს იშვიათი და უნიკალურ ჯიშები, როგორიცაა კრახუნა, ციცქა, ოცხანური საფერე, ალადასტური, ოჯალეში და სხვა. ღვინის წარმოების ტექნოლოგიური პროცესი მიმდინარეობს იმერული ტრადიციული მეთოდით. ფერმენტაცია და დავარგება ხდება ქვევრში ჭაჭაზე ნაწილობრივი კონტაქტით.