ობიექტი მდებარეობს ქალაქის ისტორიულ და ცენტრალურ ნაწილში, ადგილი გამოირჩევა ხალხმრავლობით და ქალაქის ულამაზესი ხედებით, ობიექტი დაყოფილია 3 ზონად - მარანი, ბარი, რესტორანი. მარანი გაფორმებულია ქართული ტრადიციული დეკორაციებით (საწნახელი, ჭურები, დეკორაციული ბუხარი, ქართული ტრადიციული სამოსი და ა.შ.) ბარში მომხმარებლებს შეუძლიათ მიირთვან როგორც საკვები ასევე სხვადასხვა გამაგრილებელი ალკოჰოლური თუ უალკოჰოლო სასმელები (ლუდი, კოქტეილები, ადგილზე დამზადებული ლიმონათი და ა.შ.), ქართული სარდაფი გამოირჩევა ხის ჭურჭელით და კერამიკის თეფშებით, ასევე გამოირჩევა ღვინის დეკანტირებით. ხოლო რესტორანი განკუთვნილია სადღესასწაულო სუფრებისათვის.