Covid 19

ისტორიული სტამბის შენობაში, ქუთაისის ცენტრში განთავსებული რესტორანი და ცოცხალი მუსიკის ბარი პრესის სახლი განსაკუთრებული ხასიათით გამოირჩევა. სრულყოფილი ბალანსი ძველსა და ახალს შორის ქმნის სასიამოვნო ატმოსფეროს ადგილობრივი და უცხოელი სტუმრებისთვის. რესტორანი თანამედროვე კლასიკურ კერძებთან ერთად წარმოგიდგენთ ქვეყნის ტრადიციულ სამზარეულოსა და არომატს. ყოველ საღამოს იმართება წვეულებები ცოცხალი მუსიკის თანხლებით. შეგიძლიათ მოუსმინოთ ქართველ ინსტრუმენტალისტებსა და ვოკალისტებს და გვიანობამდე იცეკვოთ. პრესის სახლი ადვილად ერგება ნებისმიერ გემოვნებას და სურვილებს.

location icon
რუსთაველის ქ. #37
smartphone icon
+995 (0) 551 085 308
  • ქართულ-ევროპული სამზარეულო
  • სამუშაო საათები: 11:00 - ბოლო სტუმრის წასვლამდე
  • საკრედიტო ბარათით სარგებლობა
  • პარკინგი
  • ცოცხალი მუსიკა
  • უფასო Wi-Fi