Covid 19

მე-18 საუკუნის ბოლოს და მე-19 საუკუნის დასაწყისში საქართველოს უკანასკნელი მეფის - სოლომონ მეორეს მემარნე იყო ივანე (ნანუა) ჩუბინიძე, რომელსაც ნანუა მემარნის სახელით იცნობდნენ. ნანუა მემარნე ხელმძღვანელობდა სამეფო მარანს და სიყვარულით ქმნიდა სამეფო ღვინოს. საუკუნეების შემდეგ ნანუა მემარნეს შთამომავლები აგრძელებენ ტრადიციას და სიყვარულით ქმნიან ღვინოს.

მარნის ეზო წარმოადგენს ერთგვარ საკოლექციო ნაკვეთს, სადაც ამჯერად განთავსებულია ვაზის სამოცდაათამდე ჯიში. აქვეა ვაზის სანერგე, სადაც ყოველწლიურად მიმდენარეობს იშვიათი, მივიწყებული ქართული ჯიშების გამრავლება.

სტუმრებს შეუძლიათ მიიღონ საინტერესო ინფორმაცია ქართული ვაზის ჯიშების შესახებ და დააგემოვნონ იმერული ვაზის ჯიშებიდან დაყენებული სხვადასხვა ტიპის ქვევრის ნატურალური (ორგანული) ღვინოები. 

location icon
გ.ტაბიძის #15, თერჯოლა, 33 კმ. ქუთაისიდან.
smartphone icon
+995 (0) 599 627 363
  • თეთრი ღვინოები: ციცქა, ცოლიკაური, კრახუნა, თეთრი კამური
  • წითელი ღვინოები: ოცხანური საფერე, ოცხანური საფერე-კრახუნა, მამუკას საფერე, რკო შავი