Covid 19

ღვინის მარანი ეკუთვნის ახალგაზრდა მეღვინეს, რომელიც 15 წლის ასაკიდან დამოუკიდებლად  შეუდგა სოფელ დიმში მეღვინეობა - მევენახეობას. სოფელი დიმი გამოირჩევა მაღალი ხარისხის ყურძნის მოსავლით, რასაც ხელს უწყობს ადგილობრივი მიწა და კლიმატი. ჩვენი მიზანია არ დაიკარგოს ქართული ტრადიციული ღვინის დავარგების  ტექნოლოგია და ლაზათი და ვცდილობთ ვაზისაგან მიღებული შედეგი იყოს მაქსიმალურად ნატურალური და სასიამოვნო. უპირველეს ყოვლისა ჩვენი ღვინოები ვარგდება ქვევრებში, ამასთანავე ყურადღებას ვამახვილებთ ყურძნის იმ ჯიშებზე, რომლებიც მხოლოდ სოფელ დიმში შესაძლებელია მოიყვანო და რომელთაც აქვთ სამკურნალო თვისებები.

location icon
სოფელი დიმი, კაკაურიძის ქუჩა, მეორე ჩიხი N5, ბაღდათი, 25 კმ. ქუთაისიდან.
smartphone icon
+995 (0) 577 391 636; +995 (0) 595 900 738
  • სამზარეულო: ქართული ტრადიციული
  • ღვინის სახეობა: ციცქა-ცოლიკოური, ცოლიკოური, კუპაჟი სამი სახეობის წითელი ყურძნისა (ასევე სამი სახეობის სპირტიანი სასმელი)
  • სტუმრების მაქსიმალური ოდენობა: 10 ადამიანი
  • სამუშაო საათები: 12 დან ღამის 3 საათამდე