Covid 19

რესტორნების ქსელი ,,ბარაქა 1994” უკვე 27 წელია, რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს და დღეს ის ცნობილია, როგორც ქუთაისის სავიზიტო ბარათი უცხოელი სტუმრებისთვის. ცენტრალური ფილიალი მდებარეობს თამარ მეფის გამზირზე და მომხმარებელს სხვადასხვა ხასიათის გასტრონომიულ სივრცეს სთავაზობს. ბუხრიანი მარანი, იმერული ოდა, ღია ფაცხა, ქვევრიანი მარანი, ევროპული დარბაზი და სხვა - ეს იმ სივრცეების ჩამონათვალია, რომელიც ზუსტად ქალაქის შუაგულში მდებარეობს და სტუმრებს წელიწადის ნებისმიერ სეზონზე მასპინძლობს.

რესტორნის მთავარი ხიბლი თავის მრავალფეროვან მენიუშია, რომლის დათვალიერებას ბარაქას ვებ-გვერდზე შეძლებთ - www.baraqa.online. კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ბარაქა უცხოელი სტუმრებისთვის უნიკალური ადგილი გახდა, გახლავთ ბარაქას მიერ დაწურული ღვინო, რომელიც ადგილზე მზადდება და ნებისმიერ სტუმარს შეუძლია დაგემოვნება.

ასევე აღსანიშნავია ბოლო სიახლე _ პირველი ადგილობრივი წარმოების ძეხვეული, რომელიც ბარაქას მიერ ძირძველი ტრადიციების დაცვით მზადდება ხელით, დანადგარების გამოყენებისგარეშე.

location icon
თამარ მეფის #7, ქუთაისი
smartphone icon
+995 (0) 599 192 626