შეტყობინება კონფიდენციალურობის შესახებ:
ბოლო განახლება: 2021 წლის 8 ნოემბერი:
გმადლობთ, რომ გახდით DMO Imereti-ს სერვისების მომხმარებელი (შემდეგში „ორგანიზაცია“, „ჩვენ“ ან „ჩვენი“). ჩვენ მზად ვართ დავიცვათ თქვენი პირადი ინფორმაცია და კონფიდენციალურობა. შეკითხვების ან უკმაყოფილების შემთხვევაში, აღნიშნული კონფიდენციალურობის შეტყობინებასთან ან ჩვენს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენებასთან დაკავშირებით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: [email protected]
აღნიშნული კონფიდენციალურობის შეტყობინება აღწერს, თუ როგორ შეიძლება იქნას გამოყენებული თქვენი ინფორმაცია ჩვენს მიერ, თუ თქვენ:
აღნიშნულ შეტყობინებაში კონფიდენციალურობის შესახებ, თუ ჩვენ მოვიხსენიებთ:
აღნიშნული, კონფიდენციალურობის შესახებ შეტყობინების მიზანია, რაც შეიძლება ნათლად განგიმარტოთ, თუ რა სახის ინფორმაციას ვიღებთ თქვენგან, როგორ ვიყენებთ მას და რა უფლებები გაქვთ მასთან დაკავშირებით. თუ კონფიდენციალურობის შესახებ აღნიშნული შეტყობინება შეიცავს რაიმე პირობას, რომელსაც არ ეთანხმებით, გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ ჩვენი სერვისებით სარგებლობა.
გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ აღნიშნული შეტყობინება კონფიდენციალურობის შესახებ, რადგან ის დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ როგორ ვიყენებთ მიღებულ ინფორმაციას.
სარჩევი
პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გვიმჟღავნებთ.
მოკლედ: ჩვენ ვირებთ პირად ინფორმაციას, რომელსაც თქვენ გვაწვდით.
ჩვენ ვიღებთ პირად ინფორმაციას, რომელსაც თქვენ ნებაყოფლობით გვაწვდით სერვისებზე რეგისტრაციისას, გამოხატავთ ინტერესს ჩვენს, ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის მოპოვებით, როდესაც თქვენ მონაწილეობთ სერვისებთან დაკავშირებულ აქტივობებში ან სხვაგვარად, როდესაც გვიკავშირდებით.
ჩვენ მიერ შეგროვებული პერსონალური ინფორმაცია დამოკიდებულია ჩვენთან და ჩვენს სერვისებთან თქვენი ურთიერთქმედების კონტექსტზე, თქვენს არჩევანზე და თქვენს მიერ გამოყენებულ პროდუქტებსა და ფუნქციებზე. ჩვენს მიერ შეგროვებული პერსონალური ინფორმაცია შეიძლება შეიცავდეს შემდეგს:
თქვენს მიერ მოწოდებულ პირად ინფორმაციას. ჩვენ ვიღებთ სახელებს, ელექტრონული ფოსტის მისამართებს, საფოსტო მისამართებს, მომხმარებლის საიდენტიფიკაციო სახელებს, ტელეფონის ნომრებს და სხვა მსგავსი ტიპის ინფორმაციას.
სოციალური მედიის საავტორიზაციო მონაცემები. ჩვენ შეიძლება შემოგთავაზოთ ჩვენთან დარეგისტრირების შესაძლებლობა თქვენი არსებული სოციალური მედიის ანგარიშის დეტალების გამოყენებით, როგორიცაა Facebook. თუ თქვენ აირჩევთ დარეგისტრირებას ამ გზით, ჩვენ მივიღებთ ინფორმაციას, რომელიც აღწერილია განყოფილებაში როგორ ვამუშავებთ თქვენს სოციალურ ქსელებში ავტორიზაციის მონაცემებს. იხილეთ ქვევით.
თქვენს მიერ მოწოდებული ყველა პერსონალური ინფორმაცია უნდა იყოს ჭეშმარიტი, სრული და ზუსტი და თქვენ უნდა შეგვატყობინოთ ამ პერსონალურ ინფორმაციაში ნებისმიერი ცვლილების შესახებ.
ინფორმაცია, რომელიც მიიღება ავტომატურად
მოკლედ: ზოგიერთი ინფორმაცია — როგორიცაა თქვენი ინტერნეტ პროტოკოლის (IP) მისამართი და/ან ბრაუზერის და მოწყობილობის მახასიათებლები — ავტომატურად მიიღება, როდესაც თქვენ ეწვევით ჩვენს “სერვისებს”.
ჩვენ ავტომატურად ვიღებთ გარკვეულ ინფორმაციას, როდესაც თქვენ სტუმრობთ ან იყენებთ ჩვენს ‘’სერვისებს“. ეს ინფორმაცია არ გამოავლენს პირად მონაცემებს, როგორიცაა თქვენი სახელი, გვარი ან საკონტაქტო ინფორმაცია, მაგრამ შეიძლება შეიცავდეს მოწყობილობისა და მისი გამოყენების ინფორმაციას, როგორიცაა თქვენი IP მისამართი, ბრაუზერი და მოწყობილობის მახასიათებლები, ოპერაციული სისტემა, ენის პრეფერენციები, დაკავშირებული URL-ები, მოწყობილობის სახელი, ქვეყანა, მდებარეობა. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ და როდის იყენებთ ჩვენს სერვისებს და სხვა ტექნიკურ ინფორმაციას. ეს ინფორმაცია პირველ რიგში საჭიროა ჩვენი სერვისების უსაფრთხოებისა და ფუნქციონირების შესანარჩუნებლად და ჩვენი შიდა ანალიტიკისა და ანგარიშგების მიზნებისთვის.
როგორც ბევრი ბიზნესი, ასევე ჩვენც ვიღებთ ინფორმაციას მზა ჩანაწერების (Cookies) და მსგავსი ტექნოლოგიების მეშვეობით.
ჩვენს მიერ მიღებული ინფორმაცია მოიცავს:
ჩვენი აპლიკაციის საშუალებით მიღებული ინფორმაცია
მოკლედ: როდესაც თქვენ იყენებთ ჩვენს აპლიკაციას, ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას თქვენს გეოლოკაციასთან, მობილურ მოწყობილობასთან და push-შეტყობინებებთან დაკავშირებით.
თუ თქვენ იყენებთ ჩვენს აპლიკაციას, ჩვენ ასევე ვიღებთ შემდეგ ინფორმაციას:
ეს ინფორმაცია პირველ რიგში საჭიროა ჩვენი აპლიკაციის უსაფრთხოებისა და ფუნქციონირების შესანარჩუნებლად, პრობლემების აღმოსაფხვრელად და ჩვენი შიდა ანალიტიკისა და მოხსენების მიზნებისთვის.
მოკლედ: ჩვენ ვამუშავებთ თქვენს ინფორმაციას ლეგიტიმური ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე, თქვენთან ხელშეკრულების შესრულების, ჩვენი სამართლებრივი ვალდებულებების და/ან თქვენი თანხმობის შესაბამისად.
ჩვენ ვიყენებთ ჩვენი სერვისების მეშვეობით შეგროვებულ პირად ინფორმაციას ქვემოთ აღწერილი სხვადასხვა მიზნებისთვის. ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პირად ინფორმაციას ამ მიზნებისათვის, ჩვენი ლეგიტიმური ბიზნეს ინტერესების გათვალისწინებით, რათა დავდოთ ხელშეკრულება ან შევასრულოთ მისი პირობები თქვენთან, თქვენი თანხმობით და/ან ჩვენი სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად.
ჩვენ ვიყენებთ ინფორმაციას, რომელსაც ვიღებთ:
მოკლედ: ჩვენ გავცემთ ინფორმაციას მხოლოდ თქვენი თანხმობის შემთხვევაში, კანონის ფარგლებში, რომ უზრუნველგყოთ სერვისებით, დავიცვათ თქვენი უფლებები, ან შევასრულოთ ბიზნეს ვალდებულებები.
ჩვენ შესაძლოა დავამუშაოთ ან გავცეთ თქვენი მონაცემები, რომლებიც მოპოვებულია შემდეგი კანონიერი გზით:
მოკლედ: ჩვენ ინფორმაციას გავცემთ ქვემოთ მოცემული კატეგორიის მესამე მხარეებზე:
თქვენს მონაცემებს ვუმჟღავნებთ მხოლოდ ქვემოთ მოცემული კატეგორიის მესამე მხარეებს. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გამოვიყენეთ თქვენი მონაცემები თქვენი თანხმობის საფუძველზე და გაქვთ სურვილი, რომ აღნიშნული თანხმობა გააუქმოთ, გთხოვთ, დაგვიკავშირდით მე-14 პუნქტში მითითებული საკონტაქტო მონაცემების საშუალებით.
მოკლედ: თუ აირჩევთ რომ რეგისტრაცია გაიაროთ ან შეხვიდეთ ჩვენს აპლიკაციაში თქვენი სოციალური მედიის ანგარიშიდან, თქვენს შესახებ გარკვეულ ინფორმაციაზე შესაძლოა მოგვეცეს წვდომა.
ჩვენი სერვისები საშუალებას გაძლევთ დარეგისტრირდეთ და შეხვიდეთ თქვენს ანგარიშზე თქვენი სოციალური მედიის (Facebook) ანგარიშიდან. ამ ფუნქციის არჩევის შემდეგ ჩვენ მივიღებთ გარკვეულ ინფორმაციას თქვენი სოციალური მედიის ანგარიშიდან, რაც შესაძლოა იყოს თქვენი სახელი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, მეგობრების სია, პროფილის ფოტო და სხვა ინფორმაციები, რომლებსაც თქვენ საჯაროდ უთითებთ აღნიშნულ სოციალურ მედია პლატფორმაზე რეგისტრაციისას.
ჩვენ გამოვიყენებთ ინფორმაციას, რომელსაც მივიღებთ მხოლოდ იმ მიზნებისთვის რაც აღწერილი გვაქვს აღნიშნულ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში ან რასაც.... გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ არ ვაკონტროლებთ და არ ვართ პასუხისმგებლები თქვენი პირადი ინფორმაციის გამოყენების შემთხვევებზე თქვენი სოციალური მედიის უზრუნველმყოფი პლატფორმების მხრიდან. ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ მათი კონფიდენციალურობის პოლიტიკას გადახედოთ, რათა გაიგოთ როგორ კრებენ, იყენებენ და გასცემენ თქვენს მირად ინფორმაციას და როგორ შეგიძლიათ განსაზღვროთ კონფიდენციალურობის პირობები მათ ვებ-გვერდებსა და აპლიკაციებში.
მოკლედ: ინფორმაცია ინახება იმ ვადით, რაც საჭიროა კონფიდენციალურობის პოლიტიკაში მითითებული მიზნების მისაღწევად, თუ კანონით არ იქნა მოთხოვნილი განსხვავებული მიდგომა.
ჩვენ ვინახავთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას იმ ვადით, რაც საჭიროა კონფიდენციალურობის პოლიტიკაში განსაზღვრული მიზნების მისაღწევად, გარდა იმ შემთხვევისა თუ ამ ვადის გაგრძელება მოთხოვნილი ან დაშვებული იქნა კანონით. მაქსიმალური პერიოდი არის 10 თვე მომხმარებლის ანგარიშის გაუქმების შემდეგ.
როდესაც ჩვენ აღარ გვაქვს მიმდინარე ლეგიტიმური საჭიროება იმისა რომ ვფლობდეთ თქვენს პირად ინფორმაციას, ვშლით ან ვანიჭებთ ანონიმურობას, თუ ეს შეუძლებელია ჩვენ უსაფრთხოდ შევინახავთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას და იზოლირებულად, გამოუყენებლად შევინახავთ ვიდრე წაშლა შესაძლებელი იქნება.
მოკლედ: ჩვენ ვიცავთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას ორგანიზაციული და ტექნიკური უსაფრთხოების საშუალებებით.
ჩვენს გავატარეთ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომები, რომლებიც ნებისმიერ პერსონალურ ინფორმაციას იცავს. თუმცა, მიუხედავად აღნიშნული მექანიზმებისა და მცდელობებისა, ინტერნეტის მეშვეობით ინფორმაციის ელექტრონული გადაცემის არცერთი ფორმა და ინფორმაციის შენახვის არცერთი ტექნოლოგია არ არის გარანტირებულად უსაფრთხო, ამიტომ ჩვენ ვერ გპირდებით რომ ჰაკერული, კიბერ-კრიმინალურები ან არაავტორიზებული მესამე პირები ვერ შეძლებენ ჩვენი უსაფრთხოების სისტემის ხელყოფას, ინფორმაციის მოპოვებას, შეცვლას და მოპარვას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს, იმისთვის რომ დავიცვათ თქვენი პერსონალური ინფორმაცია, მისი გავრცელების რისკზე პასუხისმგებელი არის პირი, რომელიც ამ ინფორმაციის ჩვენ გვიზიარებს.
მოკლედ: გარკვეულ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს, როგორიც არის „ევროპის ეკონომიკური ზონა“ (EEA) და გაერთიანებული სამეფო, აქვთ განსხვავებული წვდომის და კონტროლის საშუალება თავიანთ პერსონალურ ინფორმაციაზე. მათ შეუძლიათ შეამოწმონ, შეცვალონ ან წაშალონ თავიანთი ანგარიში ნებისმიერ დროს.
„ევროპის ეკონომიკურ ზონაში“ და გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრებ ადამიანებს აქვთ გარკვეული უფლებები მონაცემების დაცვის კანონმდებლობის შესაბამისად. ეს მოიცავს უფლებას, რომ (1) მოითხოვოს წვდომა და მიიღოს თავისი პერსონალური ინფორმაციის ასლი, (2) მოითხოვოს ინფორმაციის შესწორება ან წაშლა, (3) შეზღუდოს საკუთარი პერსონალური ინფორმაციის გამოყენება, (4) შესაძლებლობის შემთხვევაში, მონაცემების პორტირება. გარკვეულ გარემოებებში შესაძლებელია პერსონალური ინფორმაციის გამოყენების უარყოფაც. ასეთი მოთხოვნის გასაკეთებლად, გთხოვთ, გამოიყენეთ ქვემოთ მოცემული საკონტაქტო ინფორმაცია. ჩვენ გავითვალისწინებთ და ვიმოქმედებთ თქვენი მოთხოვნისა და მონაცემების დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად.
იმ შემთხვევაში, თუ ვმოქმედებთ მონაცემების გაცემაზე თქვენი თანხმობის საფუძველზე, გაქვთ უფლება, თანხმობა ნებისმიერ დროს გააუქმოთ. თუმცა, მხედველობაში იქონიეთ, რომ გაუქმებამდე ჩვენს მიერ მონაცემების გამოყენებაზე კანონიერების ფარგლებში.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ბრძანდებით „ევროპის ეკონომიკური ზონის“ (EEA) ან გაერთიანებული სამეფოს რეზიდენტი და ფიქრობთ, რომ ჩვენ არაკანონიერად ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, თქვენ ასევე გაქვთ უფლება საჩივრით მიმართოთ ადგილობრივ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს. მათი საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://ec.europa.eu/justice/data-protection/bodies/authorities/index_en.htm.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ბრძანდებით შვეიცარიის კონფედერაციის რეზიდენტი, მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს საკონტაქტო ინფორმაციას იხილავთ აქ: https://www.edoeb.admin.ch/edoeb/en/home.html.
კონფიდენციალურობის უფლებებთან დაკავშირებული კითხვებით შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected].
ანგარიშის შესახებ ინფორმაცია
ნებისმიერ დროს, თუ თქვენ გექნებათ სურვილი გადახედოთ ან შეცვალოთ ინფორმაცია თქვენს ანგარიშში, ან გააუქმოთ ის, შეგიძლიათ მოგვწეროთ ამის შესახებ, ჩვენს საკონტაქტო ელ-ფოსტაზე.
ანგარიშის გაუქმების შესახებ თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, ჩვენ მივმართავთ დეეაქტივაციას ან წავშლით მას და ინფორმაციას ამოვიღებთ ჩვენი მიმდინარე მონაცემთა ბაზიდან. ჩვენ შესაძლოა გარკვეული ინფორმაცია შევინახოთ ჩვენს ფაილებში თაღლითობის პრევენციის, ხარვეზების აღმოჩენის, ნებისმიერი გამოძიების მხარდაჭერის მიზნით ან შესაბამისი კანონის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
მზა ჩანაწერები (Cookies) და მსგავსი ტექნოლოგიები
ვებ-ბრაუზერების უმეტესობის საბაზისო პარამეტრებში მზა ჩანაწერების (Cookies)
მიღება დაშვებულია. სურვილის შემთხვევაში, როგორც წესი შესაძლებელია მზა ჩანაწერების წაშლა და მათზე უარის თქმა. მზა ჩანაწერების წაშლამ და მათზე უარის თქმამ შესაძლოა გავლენა იქონიოს ჩვენი სერვისების გარკვეულ მახასიათებლებსა და შეთავაზებებზე.
ვებ-ბრაუზერების უმეტესობას და ზოგიერთ მობილურ ოპერაციულ სისტემასა და მობილურ აპლიკაციას აქვს მონიტორინგის შეზღუდვის (Do-Not-Track / "DNT") ფუნქცია ან პარამეტრი, რომელიც შეგიძლიათ გაააქტიუროთ იმისთვის რომ დააფიქსიროთ თქვენი არჩევანი და არ მოხდეს ონლაინ ინფორმაციის ჩატვირთვების მონიტორინგი და შენახვა. ამ ეტაპზე არ არსებობს საერთო ტექნოლოგიური სტანდარტი DNT სიგნალების ცნობის და ამოქმედებისთვის. მიმდინარე მომენტისთვის, ჩვენ არ ვრეაგირებთ ბრაუზერის DNT სიგნალებზე ან სხვა მექანიზმებზე, რომლებიც ავტომატურად ააქტიურებს თქვენს მიერ მონიტორინგის შეზღუდვას. იმ შემთხვევაში, თუ ონლაინ მონიტორინგის სტანდარტი მომავალში იქნება მიღებული, რომლის დაცვაც გახდება სავალდებულო, ჩვენ შეგატყობინებთ ამის შესახებ განახლებული კონფიდენციალურობის პოლიტიკის საშუალებით.
დიახ, თუ თქვენ ხართ კალიფორნიის მაცხოვრებელი, გეძლევათ კონკრეტული უფლებები პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომასთან დაკავშირებით. კალიფორნიის სამოქალაქო კოდექსის მუხლი 1798.83, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც კანონი "Shine The Light", საშუალებას აძლევს ჩვენს მომხმარებლებს, მოითხოვონ და მიიღონ, წელიწადში ერთხელ და უფასოდ, ინფორმაცია პერსონალური ინფორმაციის კატეგორიების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში). თუ თქვენ ხართ კალიფორნიის მაცხოვრებელი და გსურთ ასეთი მოთხოვნის გაკეთება, გთხოვთ, წერილობით გამოგვიგზავნოთ თქვენი მოთხოვნა. თუ თქვენ ხართ 18 წლამდე, ცხოვრობთ კალიფორნიაში და გაქვთ რეგისტრირებული ანგარიში, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ არასასურველი მონაცემების ამოღება, რომელსაც საჯაროდ ვაქვეყნებთ სერვისებში. ასეთი მონაცემების წაშლის მოთხოვნით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ და მიუთითოთ თქვენს ანგარიშთან დაკავშირებული ელფოსტის მისამართი და განცხადება, რომ თქვენ ცხოვრობთ კალიფორნიაში. ჩვენ დავრწმუნდებით, რომ მონაცემები საჯაროდ არ არის ნაჩვენები სერვისებზე, მაგრამ გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მონაცემები შეიძლება არ იყოს მთლიანად ამოღებული ყველა სისტემიდან.
CCPA კონფიდენციალურობის შეტყობინება
კალიფორნიის რეგულაციების კოდექსი განსაზღვრავს "რეზიდენტს" როგორც:
(1) ყველა ინდივიდი, ვინც იმყოფება კალიფორნიის შტატში, გარდა დროებითი ან სხვა მიზნისა და
(2) ყველა ინდივიდი, ვინც ცხოვრობს კალიფორნიის შტატში, რომელიც იმყოფება კალიფორნიის შტატის გარეთ დროებითი ან სხვა მიზნით
ყველა სხვა პირი განისაზღვრება, როგორც „არარეზიდენტი“.
თუ "რეზიდენტის" ეს განმარტება გეხებათ თქვენ, ჩვენ უნდა დავიცვათ გარკვეული უფლებები და მოვალეობები თქვენს პერსონალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
რა კატეგორიის პერსონალურ ინფორმაციას ვიღებთ?
ჩვენ ვიღებთ შემდეგი კატეგორიის პერსონალურ ინფორმაციას ბოლო თორმეტი (12) თვის განმავლობაში:
კატეგორია |
მაგალითები |
ა. იდენტიფიკატორები |
საკონტაქტო დეტალები, როგორიცაა ნამდვილი სახელი, მეტსახელი, საფოსტო მისამართი, ტელეფონის ან მობილურის საკონტაქტო ნომერი, უნიკალური პერსონალური იდენტიფიკატორი, ონლაინ იდენტიფიკატორი, ინტერნეტ პროტოკოლის მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ანგარიშის სახელი. |
ბ. პერსონალური ინფორმაციის კატეგორიები, რომლებიც ჩამოთვლილია კალიფორნიის მომხმარებელთა ჩანაწერების დებულებაში |
სახელი, საკონტაქტო ინფორმაცია, განათლება, დასაქმება, დასაქმების ისტორია და ფინანსური ინფორმაცია |
გ. კლასიფიკაციის მახასიათებლები კალიფორნიის ან ფედერალური კანონის მიხედვით |
სქესი და დაბადების თარიღი |
დ. კომერციული ინფორმაცია |
ტრანზაქციის ინფორმაცია, შესყიდვების ისტორია, ფინანსური დეტალები და გადახდის ინფორმაცია |
ე. ბიომეტრიული ინფორმაცია |
თითის ანაბეჭდები და ხმის ანაბეჭდები |
ვ. ინტერნეტი ან სხვა მსგავსი ქსელის აქტივობა |
ძიების ისტორია, ონლაინ ქცევა, ურთიერთქმედება ჩვენს და სხვა ვებსაიტებთან, აპლიკაციებთან, სისტემებთან და რეკლამებთან |
ზ. გეოლოკაციის მონაცემები |
მოწყობილობის ადგილმდებარეობა |
თ. აუდიო, ელექტრონული, ვიზუალური, თერმული, ყნოსვითი ან მსგავსი ინფორმაცია |
ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით შექმნილი სურათები და აუდიო, ვიდეო ან ზარის ჩანაწერები |
ი. პროფესიული ან დასაქმებასთან დაკავშირებული ინფორმაცია |
საქმიანი საკონტაქტო ინფორმაცია, რათა მოგაწოდოთ ჩვენი მომსახურება, სამუშაოს დასახელება, ასევე სამუშაო ისტორია და პროფესიული კვალიფიკაცია |
კ. ინფორმაცია განათლების შესახებ |
სტუდენტების ჩანაწერები |
ლ. დასკვნები, რომლებიც გამოტანილია სხვა პირადი ინფორმაციის საფუძველზე |
ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი პერსონალური ინფორმაციისგან მიღებული დასკვნები პროფილის ან შეჯამების შესაქმნელად, მაგალითად, ინდივიდის პრეფერენციებისა და მახასიათებლების შესახებ |
შეიძლება შევკრიბოთ სხვა პერსონალური ინფორმაცია პირადად, ონლაინ, ტელეფონით ან ფოსტით:
როგორ ვიყენებთ და ვიზიარებთ თქვენს პირად ინფორმაციას?
DMO Imereti იღებს და აზიარებს თქვენს პირად ინფორმაციას:
შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტით [email protected], ან ამ დოკუმენტის ბოლოში მოცემული საკონტაქტო ინფორმაციის საშუალებით.
გავუზიარებთ თუ არა თქვენს ინფორმაციას ვინმეს?
ჩვენ შეიძლება გავამჟღავნოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია ჩვენს სერვის პროვაიდერებთან, ჩვენსა და თითოეულ სერვისის პროვაიდერს შორის დადებული წერილობითი კონტრაქტის შესაბამისად. თითოეული სერვისის პროვაიდერი ამუშავებს ინფორმაციას ჩვენი სახელით.
ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ პერსონალური ინფორმაცია, საკუთარი ბიზნეს მიზნებისთვის, როგორიცაა შიდა კვლევის ჩასატარებლად ტექნოლოგიური განვითარებისა და დემონსტრირების მიზნით. ეს არ ითვლება პერსონალური მონაცემების „გაყიდვად“.
წინა თორმეტი (12) თვის განმავლობაში DMO Imereti-მ გააცნო პერსონალური ინფორმაციის შემდეგი კატეგორიები მესამე პირებს საქმიანი ან კომერციული მიზნით:
მესამე მხარის კატეგორიები, რომლებსაც ჩვენ გავუმჟღავნეთ პერსონალური ინფორმაციას საქმიანი ან კომერციული მიზნებისთვის, შეგიძლიათ იხილოთ სექციაში „ვის გაუზიარებთ თქვენს ინფორმაციას?“.
DMO Imereti-ს არ გაუყიდია პერსონალური ინფორმაცია მესამე პირებზე საქმიანი ან კომერციული მიზნით წინა თორმეტი (12) თვის განმავლობაში. DMO Imereti მომავალში არ გაყიდის პერსონალურ ინფორმაციას, რომელიც ეკუთვნის ვებგვერდის ვიზიტორებს, მომხმარებლებს და სხვა მომხმარებლებს.
თქვენი უფლებები თქვენს პერსონალურ მონაცემებთან მიმართებაში
მონაცემთა წაშლის მოთხოვნის უფლება
შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი პირადი ინფორმაციის წაშლა. თუ გვთხოვთ თქვენი პირადი ინფორმაციის წაშლას, ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს მოთხოვნას და წავშლით თქვენს პირად ინფორმაციას, კანონით გათვალისწინებული გარკვეული გამონაკლისების გათვალისწინებით, როგორიცაა, სხვა მომხმარებლის მიერ სიტყვის თავისუფლების უფლების გამოყენება. ჩვენი შესაბამისობის მოთხოვნები, რომლებიც გამოწვეულია სამართლებრივი ვალდებულებით, რომელიც შეიძლება საჭირო გახდეს უკანონო ქმედებებისგან დასაცავად.
უფლება, იმისა რომ იყოთ ინფორმირებული - თქვენ გაქვთ უფლება იცოდეთ:
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ არ ვართ ვალდებული მივაწოდოთ ან წავშალოთ მომხმარებლის ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულია მომხმარებლის მოთხოვნის საპასუხოდ, ან ხელახლა დავადგინოთ ინდივიდუალური მონაცემები მომხმარებლის მოთხოვნის გადასამოწმებლად.
გადამოწმების პროცესი
თქვენი მოთხოვნის მიღებისთანავე, ჩვენ უნდა გადავამოწმოთ თქვენი ვინაობა, რათა განვსაზღვროთ, რომ თქვენ ხართ იგივე ადამიანი, რომლის შესახებაც გვაქვს ინფორმაცია ჩვენს სისტემაში. ეს გადამოწმება მოითხოვს, რომ მოგთხოვოთ ინფორმაციის მოწოდება, რათა ჩვენ შევძლოთ ის შევადაროთ თქვენს მიერ ადრე მოწოდებულ ინფორმაციას. მაგალითად, თქვენი მოთხოვნის სახეობიდან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება მოგთხოვოთ გარკვეული ინფორმაციის მიწოდება, რათა ჩვენ შევძლოთ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია შევადაროთ იმ ინფორმაციას, რომელიც უკვე გვაქვს ფაილში, ან შეიძლება დაგიკავშირდეთ კომუნიკაციის საშუელებებით (მაგ. ტელეფონი ან ელ. ფოსტა). ჩვენ ასევე შეიძლება გამოვიყენოთ გადამოწმების სხვა მეთოდები, როგორც ამას გარემოებები გვიკარნახებს.
გამოვიყენებთ მხოლოდ თქვენს მოთხოვნაში მითითებულ პირად ინფორმაციას, თქვენი ვინაობის ან მოთხოვნის განხორციელების უფლებამოსილების დასადასტურებლად. შეძლებისდაგვარად, ჩვენ თავიდან ავიცილებთ თქვენგან დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნას. თუმცა, თუ ვერ გადავამოწმეთ თქვენი ვინაობა, უკვე არსებული ინფორმაციის მიხედვით, შეიძლება მოვითხოვოთ დამატებითი ინფორმაცია თქვენი ვინაობის გადამოწმების და უსაფრთხოების ან თაღლითობის თავიდან აცილების მიზნით.
სხვა კონფიდენციალურობის უფლებები
ამ უფლებების გამოსაყენებლად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტით [email protected]ზე.
მოკლედ: დიახ, ჩვენ განვაახლებთ ამ შეტყობინებას საჭიროებისამებრ, რათა დავემორჩილოთ შესაბამის კანონებს.
ჩვენ შეიძლება დროდადრო განვაახლოთ კონფიდენციალურობის შეტყობინება. განახლებული ვერსია მიეთითება "განახლებული" თარიღით და ეს ვერსია ამოქმედდება, როგორც კი ხელმისაწვდომი გახდება. თუ ჩვენ შევიტანთ არსებით ცვლილებებს ამ კონფიდენციალურობის შესახებ შეტყობინებაში, ჩვენ შეიძლება შეგატყობინოთ ასეთი ცვლილებების შესახებ. მოგიწოდებთ, ხშირად გადახედოთ კონფიდენციალურობის ამ შეტყობინებას, რათა მიიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ვიცავთ თქვენს ინფორმაციას.
თუ თქვენ გაქვთ შეკითხვები ან კომენტარები ამ შეტყობინების შესახებ, შეგიძლიათ მოგვწეროთ ელფოსტაზე [email protected] ან ფოსტით შემდეგ მისამართზე:
ა(ა)იპ „იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია“ (DMO იმერეთი).
ქუთაისი, 4600, რუსთაველის #9ა
ქუთაისი, იმერეთი 4600
საქართველო
თქვენი ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თქვენ შეიძლება გქონდეთ უფლება მოითხოვოთ წვდომა იმ პერსონალურ ინფორმაციაზე, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, შეცვალოთ ეს ინფორმაცია ან წაშალოთ ზოგიერთ შემთხვევაში. პერსონალური ინფორმაციის განხილვის, განახლების ან წაშლის მოთხოვნით, გთხოვთ, გააგზავნოთ მოთხოვნის ფორმა აქ დაწკაპუნებით.